https://sputnik-georgia.com/20250626/dacvis-specsamsaxuris-tanamsromlebi-daajildoves-293927213.html
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომლის მოვალეობებშიც, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირების დაცვაც შედის, 1994 წლის 23 ივნისს შეიქმნა. 26.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-26T20:23+0400
2025-06-26T20:23+0400
2025-06-26T20:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_19f23c48c42131d9dfb03da3f727ee89.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები სამსახურის 31 წლის იუბილეზე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ღირსების ორდენებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვეს. ყაველაშვილის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში. პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცა.სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი გადაეცა უწყების ოთხ თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის კი საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის" გადაეცა უწყების ხუთ თანამშრომელს. მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს თავისი სასწავლო ცენტრი და დაცვის შესაძლებლობების მთელი სპექტრი. სამსახური 1994 წლის 23 ივნისს შეიქმნა. მასში შედის სამმართველოები და ქვედანაყოფები, მათ შორისაა საქართველოს პირველი პირების დაცვის განყოფილებაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_ed539616c25e18b2b865924d2f34f6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომლის მოვალეობებშიც, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირების დაცვაც შედის, 1994 წლის 23 ივნისს შეიქმნა.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები სამსახურის 31 წლის იუბილეზე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ღირსების ორდენებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვეს.
„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაველაშვილის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.
პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცა.
სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი გადაეცა უწყების ოთხ თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის კი საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის" გადაეცა უწყების ხუთ თანამშრომელს.
მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს თავისი სასწავლო ცენტრი და დაცვის შესაძლებლობების მთელი სპექტრი. სამსახური 1994 წლის 23 ივნისს შეიქმნა. მასში შედის სამმართველოები და ქვედანაყოფები, მათ შორისაა საქართველოს პირველი პირების დაცვის განყოფილებაც.