https://sputnik-georgia.com/20250626/cofurasvili-saqartvelos-ekonomikis-ganvitarebis-alternatiuli-scenarebi-swirdeba-293923381.html
ცოფურაშვილი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული სცენარები სჭირდება
ცოფურაშვილი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული სცენარები სჭირდება
Sputnik საქართველო
ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა გარედან კონტროლდება და საქართველომ უნდა იპოვოს ალტერნატიული ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში“, განაცხადა ექსპერტმა 26.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-26T12:54+0400
2025-06-26T12:54+0400
2025-06-26T12:54+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288148992_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c5f2d5db0d620c07ef5fc84fbec8b6d1.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სრულიად ახალ რეალიებს ქმნის, ამიტომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს დროს და აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ მიმდინარე პრობლემების გადაჭრაზე, არამედ ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული სცენარების შემუშავებაზეც.ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკის დოქტორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების კომისიის თანათავმჯდომარემ გოჩა ცოფურაშვილმა განაცხადა.ცოფურაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ტენდენციებზე „სპუტნიკ საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში, სადაც გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს სოფლის მეურნეობა - რატომ არის ადგილობრივი პროდუქციის ფასები ასეთი მაღალი?“ექსპერტის თქმით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა გარედან კონტროლდება და საქართველომ უნდა იპოვოს ალტერნატიული ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქვეყანას არ ექნება კონტროლი ამ სისტემაზე, შეუძლებელი იქნება ინვესტირება ენერგეტიკასა თუ სოფლის მეურნეობაში. ამ პროცესის გადატვირთვა ეტაპობრივი უნდა იყოს.სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღალ ფასებზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიზეზი ადგილობრივი წარმოების შეჩერებაა და ის რომ აქცენტი იმპორტზე კეთდება. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საფასო პოლიტიკა გააჩნია, მაგრამ საქართველოში ეს არ რეგულირდება, იმპორტი კი წახალისებულია.გარდა ამისა, თავის გამოსვლაში ცოფურაშვილი ასევე შეეხო შუა დერეფნის განვითარების საკითხს და საქართველოს როლს ამ სატრანსპორტო მარშრუტში.დერეფნის მარშრუტი ამჟამად ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ მიემართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288148992_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_4e3ed59c8dc2e9a31f575f85f9ff8c43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა
ცოფურაშვილი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული სცენარები სჭირდება
ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა გარედან კონტროლდება და საქართველომ უნდა იპოვოს ალტერნატიული ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში“, განაცხადა ექსპერტმა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სრულიად ახალ რეალიებს ქმნის, ამიტომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს დროს და აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ მიმდინარე პრობლემების გადაჭრაზე, არამედ ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული სცენარების შემუშავებაზეც.
ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკის დოქტორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების კომისიის თანათავმჯდომარემ გოჩა ცოფურაშვილმა განაცხადა.
ცოფურაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ტენდენციებზე „სპუტნიკ საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში, სადაც გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს სოფლის მეურნეობა - რატომ არის ადგილობრივი პროდუქციის ფასები ასეთი მაღალი?“
„აშშ იწყებს საუბარს ტარიფებზე, გარკვეულ პირობებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე. საუბარია იმაზეც კი, რომ არსებული ეკონომიკური შეთანხმებები შეიცვლება. მსოფლიო იცვლება და ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ შეგვიძლია ინერციით ვიმოქმედოთ. ქვეყნის ეკონომიკური ტრაექტორიის შესაცვლელად საჭიროა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ახლა არაფრის მკვეთრად შეცვლა არ შეიძლება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ფინანსური უსაფრთხოების „ბალიში“, უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. საქართველოს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული სცენარები“, - თქვა ცოფურაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა გარედან კონტროლდება და საქართველომ უნდა იპოვოს ალტერნატიული ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქვეყანას არ ექნება კონტროლი ამ სისტემაზე, შეუძლებელი იქნება ინვესტირება ენერგეტიკასა თუ სოფლის მეურნეობაში. ამ პროცესის გადატვირთვა ეტაპობრივი უნდა იყოს.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღალ ფასებზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიზეზი ადგილობრივი წარმოების შეჩერებაა და ის რომ აქცენტი იმპორტზე კეთდება. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საფასო პოლიტიკა გააჩნია, მაგრამ საქართველოში ეს არ რეგულირდება, იმპორტი კი წახალისებულია.
გარდა ამისა, თავის გამოსვლაში ცოფურაშვილი ასევე შეეხო შუა დერეფნის განვითარების საკითხს და საქართველოს როლს ამ სატრანსპორტო მარშრუტში.
დერეფნის მარშრუტი ამჟამად ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ მიემართება.