ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვდა

© Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2025
გამოწერა
უიმბლდონის ძირითადი ბადის შეხვედრები 30 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში დაამარცხა 28 წლის არგენტინელი, მსოფლიოს 156-ე ნომერი ხუან პაბლო ფიკოვიჩი და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა. მატჩი ოთხ სეტში დასრულდა — 1:6, 7:5, 6:2, 6:1.
უიმბლდონის ძირითადი ბადის შეხვედრები 30 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ეს არის „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ბალახის საფარზე იმართება. საკვალიფიკაციო ეტაპი 23 ივნისს დაიწყო.
რაც შეეხება ქართველ ჩოგბურთელს მარიამ ბოლქვაძეს, ის ორ სეტში – 1:6, 1:6 – დამარცხდა შვეიცარიელ სელინ ნაეფთან და საკვალიფიკაციო ფინალში ვერ გავიდა.
2025 წლის უიმბლდონის ძირითადი ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელმა ჩოგბურთელმა სამი წრე უნდა გაიაროს.
ყველა ახალი ამბავი
0