ბელოუსოვმა SCO-ს ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2025
გამოწერა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებებმა უნდა გააძლიერონ კოლექტიური ქმედებები ტერორიზმისა და სხვა საფრთხეების მიმართ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა SCO-ს თავდაცვის მინისტრების თათბირზე.
„აუცილებელია გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევები ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მათ შორის, სირიიდან, ავღნეთიდან და უკრაინიდან მომდინარე საფრთხეებისა. ასევე ლოგიკურია ორგანიზაციის პოტენციალის გაერთიანება სხვა საერთაშორისო რეგიონულ სტრუქტურებთან უსაფრთხოების სფეროში. პირველ რიგში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან და დსთ-სთან“, — აღნიშნა მან.
ბელოუსოვის თქმით, შემდგომი დაახლოების კურსის შენარჩუნება სტაბილურობის გაძლიერების ინტერესებში შედის და ამიტომ „აუცილებელია, რომ SCO-ს ფარგლებშიც გაძლიერდეს თავდაცვითი უწყებების ურთიერთქმედება“.
როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი მზადაა, გაუზიაროს მეგობრებს „სამხედრო ქმედებების რუსული გამოცდილება და მოწინავე მეთოდები“.


ყველა ახალი ამბავი
0