https://sputnik-georgia.com/20250625/ashsh-20-saxeobis-gvino-daagemovnes-293902031.html
აშშ-ში 20 სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს
აშშ-ში 20 სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T13:32+0400
2025-06-25T13:32+0400
2025-06-25T13:32+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
აშშ
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_cfdb39dd0dfd980d733c7a3bf7aeef37.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში გამართულ ყოველწლიურ ფესტივალ Food and Wine Classic Aspen 2025-ზე ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რიგით 42-ე ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი. სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის ათასობით სტუმარს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა მიეცა, 20 სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ. აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან, Colangelo&Partners-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ასევე მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f2209bb1984ea29a2b9d179d1d42385a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, აშშ , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, აშშ , ახალი ამბები, საზოგადოება
აშშ-ში 20 სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში გამართულ ყოველწლიურ ფესტივალ Food and Wine Classic Aspen 2025-ზე ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიგით 42-ე ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი. სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის ათასობით სტუმარს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა მიეცა, 20 სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან, Colangelo&Partners-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ასევე მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.