https://sputnik-georgia.com/20250625/2024-wlis-mosaxleobis-agweris-winaswari-shedegebi-cnobilia-293905803.html
3 მილიონ 914 ათასი ადამიანი - 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია
3 მილიონ 914 ათასი ადამიანი - 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია
Sputnik საქართველო
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T13:00+0400
2025-06-25T13:00+0400
2025-06-25T13:00+0400
საქართველო
საქსტატი
დემოგრაფია
საზოგადოება
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/79/233817960_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_ac1ff53467306f9699cfed42aad7c4ed.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატი" საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, ქვეყანაში 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა - საქართველოსთვის ეს იყო მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.აღწერა ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). რაც შეეხება რეგიონებს, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარში (66%), შედარებით დაბალი კი მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (12,9) და ქვემო ქართლის (11,2%).ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.კითხვარი მოიცავს: სახელი და გვარი, მისამართი, ასაკი, სქესი, ოჯახის წევრები, მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლება, ენების ცოდნა, ქორწინება და შვილების ყოლა, შიდა მიგრაცია, იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.გარდა ამისა, კითხვარი მოიცავს ინფორმაციას ოჯახის შესახებ, მათ შორის მის შემადგენლობას, საცხოვრებელ ადგილს, სახლის აშენების წელს, ფართობსა და ოთახების რაოდენობას, ბინის ან სახლის კეთილმოწყობას - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ხელმისაწვდომობას, ქონების საკუთრების ფორმას.რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო აღწერას, კითხვებს შორისაა მიწის ფართობი და მისი საკუთრების და გამოყენების ფორმა, სახნავი მიწის სტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა, ვაზის სახეობები და ბუჩქების რაოდენობა, პირუტყვის და ფრინველების სულადობა და ფუტკრის სკების რაოდენობა.აღწერის შედეგები ორ ეტაპად გამოქვეყნდება: წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომია 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/79/233817960_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3d9d3f310352b0a2c43fc59dbb26a58f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, დემოგრაფია, საზოგადოება, სტატისტიკა
საქართველო, საქსტატი, დემოგრაფია, საზოგადოება, სტატისტიკა
3 მილიონ 914 ათასი ადამიანი - 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატი" საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, ქვეყანაში 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა - საქართველოსთვის ეს იყო მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.
„წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2.078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1.836 ათასი (47%) - კაცი", - ნათქვამია განცხადებაში.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).
„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) - სოფლად", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება რეგიონებს, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარში (66%), შედარებით დაბალი კი მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.
„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (12,9) და ქვემო ქართლის (11,2%).
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.
კითხვარი მოიცავს: სახელი და გვარი, მისამართი, ასაკი, სქესი, ოჯახის წევრები, მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლება, ენების ცოდნა, ქორწინება და შვილების ყოლა, შიდა მიგრაცია, იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდა ამისა, კითხვარი მოიცავს ინფორმაციას ოჯახის შესახებ, მათ შორის მის შემადგენლობას, საცხოვრებელ ადგილს, სახლის აშენების წელს, ფართობსა და ოთახების რაოდენობას, ბინის ან სახლის კეთილმოწყობას - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ხელმისაწვდომობას, ქონების საკუთრების ფორმას.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო აღწერას, კითხვებს შორისაა მიწის ფართობი და მისი საკუთრების და გამოყენების ფორმა, სახნავი მიწის სტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა, ვაზის სახეობები და ბუჩქების რაოდენობა, პირუტყვის და ფრინველების სულადობა და ფუტკრის სკების რაოდენობა.
აღწერის შედეგები ორ ეტაპად გამოქვეყნდება: წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომია 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.