https://sputnik-georgia.com/20250624/xucishvili-aziis-bankis-prezidents-shexvda-293897499.html
ლაშა ხუციშვილი აზიის ბანკის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ლაშა ხუციშვილი აზიის ბანკის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
AIIB-ის საკრედიტო პორტფელი საქართველოში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარია. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T20:39+0400
2025-06-24T20:39+0400
2025-06-24T20:39+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279054906_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f5fb930ae90f8f7a1839cd467385a821.jpg
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს შეხვდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, ხუციშვილის მონაწილეობას იღებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.ჯინ ლიქუინთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარია. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279054906_52:0:1967:1436_1920x0_80_0_0_1925c716490025a379d13a3e5bdd92a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი აზიის ბანკის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
AIIB-ის საკრედიტო პორტფელი საქართველოში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარია.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს შეხვდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ხუციშვილის მონაწილეობას იღებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.
ჯინ ლიქუინთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
ხუციშვილმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარია. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.
ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.
კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.