UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის სამეულში ორი ქართველი სპორტსმენია

© AFP 2024 / JAVIER SORIANOილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2025
ილია თოფურია
გამოწერა
მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას გარდა, UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს. ესენი არიან გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, რომლის სამეულში ორი ქართველი მებრძოლია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.
ორგანიზაციამ მებრძოლთა რეიტინგი მძიმე წონის ჩემპიონის, ჯონ ჯონსის სპორტიდან წასვლის შემდეგ განაახლა.
რეიტინგის ლიდერი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეა, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ყოფილი მფლობელი ილია თოფურია – მესამე.
დვალიშვილმა 8 ივნისს ქამარი მეორედ დაიცვა, მან შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო თოფურია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) თავის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს.
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
1.
ისლამ მახაჩევი
2.
მერაბ დვალიშვილი
3.
ილია თოფურია
4.
დრიკუს დუ პლესი
5.
მაგომედ ანკალაევი
6.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი
7.
ჯეკ დელა მადალენა
8.
ტომ ასპინალი
9.
ალექსანდერ პანტოჟა
10.
ალექს პერეირა
11.
მაქს ჰოლოუეი
12.
ბელალ მუჰამედი
13.
ჩარლზ ოლივეირა
14.
არმან ცარუკიანი
15.
ხამზატ ჩიმაევი.
მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას გარდა, UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს. ესენი არიან გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა.
ყველა ახალი ამბავი
0