https://sputnik-georgia.com/20250624/saqartvelos-sasamartloebshi-qcevis-wesebi-mkacrdeba-293899684.html
საქართველოს სასამართლოებში ქცევის წესები მკაცრდება
საქართველოს სასამართლოებში ქცევის წესები მკაცრდება
Sputnik საქართველო
სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T22:00+0400
2025-06-24T22:00+0400
2025-06-24T22:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად სასამართლო სხდომებზე ჟურნალისტებისთვის ქცევის წესი გამკაცრდება.ბოლო დროს პოლიტიკურ ლიდერებთან თუ აქციის მონაწილეებთან მიმართებით გამართულ სხდომებს თან ახლდა მანდატურებსა და ბრალდებულთა მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება, ასევე მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები.გარდა ამისა აიკრძალება სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.სასამართლო სხდომების ჩაწერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.გარდა ამისა, სასამართლოს, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უფლება ექნება, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვა სხვა სასამართლოს შენობაში ან სხვა სასამართლო დარბაზში გადაიტანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს სასამართლოებში ქცევის წესები მკაცრდება
სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად სასამართლო სხდომებზე ჟურნალისტებისთვის ქცევის წესი გამკაცრდება.
ბოლო დროს პოლიტიკურ ლიდერებთან თუ აქციის მონაწილეებთან მიმართებით გამართულ სხდომებს თან ახლდა მანდატურებსა და ბრალდებულთა მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება, ასევე მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ახალი წესების თანახმად, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ თავად სხდომაზე ან საჯარო სივრცეში მოსამართლის მიმართ ნებისმიერი უპატივცემულობა, იქნება ეს სიტყვიერი თუ ქმედებით გამოხატული ჩაითვლება სასამართლოსადმი უპატივცემულობად და დაისჯება კანონით.
გარდა ამისა აიკრძალება სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
სასამართლო სხდომების ჩაწერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
გარდა ამისა, სასამართლოს, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უფლება ექნება, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვა სხვა სასამართლოს შენობაში ან სხვა სასამართლო დარბაზში გადაიტანოს.