https://sputnik-georgia.com/20250624/parlamentis-sagazapxulo-sesia-27-ivniss-daixureba-293879480.html
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირის ბოლოს დაიხურება
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირის ბოლოს დაიხურება
Sputnik საქართველო
სესიის ბოლო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სიტყვით მიმართავს და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T11:00+0400
2025-06-24T11:00+0400
2025-06-24T11:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/93/247009394_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_62275fd5afaa0689384fe3c440d2eb12.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 27 ივნისს დაიხურება, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.პარასკევს, 27 ივნისს, დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც წარადგენს ანგარიშს 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ.ამასთან, პარლამენტის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დარჩენილ დროში დაგეგმილია რიგი კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება და ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა.გარდა ამისა, პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივებს.საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/93/247009394_109:0:2713:1953_1920x0_80_0_0_7c13d17cd2dd5a3ef18c7db006db4b75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირის ბოლოს დაიხურება
სესიის ბოლო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სიტყვით მიმართავს და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 27 ივნისს დაიხურება, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
პარასკევს, 27 ივნისს, დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც წარადგენს ანგარიშს 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ.
ამასთან, პარლამენტის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დარჩენილ დროში დაგეგმილია რიგი კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება და ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა.
გარდა ამისა, პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივებს.
საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.