https://sputnik-georgia.com/20250624/kvaracxeliam-msoplio-saklubo-chempionatze-pirveli-goli-gaitana-293885926.html
ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა
Sputnik საქართველო
მერვედფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება - „პსჟ-"სა და „ინტერ მაიამის“ შეხვედრა ატლანტაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T10:29+0400
2025-06-24T10:29+0400
2025-06-24T10:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:274:1351:1033_1920x0_80_0_0_f4fb168af3ac6f29719a221fb50f7d81.jpg
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ ჟერმენმა“ „სიეტლ სონდერსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა. ტურნირზე კი პირველად „მილანის“ ფორმით კახა კალაძემ ითამაშა (2007 წელს) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფრანგული გუნდი, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად, ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფდა და პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა.კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ „სიეტლ სონდერსის“ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და პარიზელების შეტევებს იგერიებდნენ.თუმცა, ქართველმა ვინგერმა მატჩის 35-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა და ეს კურიოზულ ვითარებაში მოახერხა – კუთხურის შემდეგ ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა.64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, სამ წუთში კი აშრაფ ჰაკიმიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ პარიზელებმა 2:0 მოიგეს.ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. შედეგად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.მერვედფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება - „პსჟ-"სა და „ინტერ მაიამის“ შეხვედრა ატლანტაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:147:1351:1160_1920x0_80_0_0_5ae9b59810b412b6b5100b2cb25c16a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა
მერვედფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება - „პსჟ-"სა და „ინტერ მაიამის“ შეხვედრა ატლანტაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ ჟერმენმა“ „სიეტლ სონდერსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა. ტურნირზე კი პირველად „მილანის“ ფორმით კახა კალაძემ ითამაშა (2007 წელს) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფრანგული გუნდი, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად, ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფდა და პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა.
კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ „სიეტლ სონდერსის“ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და პარიზელების შეტევებს იგერიებდნენ.
თუმცა, ქართველმა ვინგერმა მატჩის 35-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა და ეს კურიოზულ ვითარებაში მოახერხა – კუთხურის შემდეგ ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა.
64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, სამ წუთში კი აშრაფ ჰაკიმიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ პარიზელებმა 2:0 მოიგეს.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. შედეგად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.
მერვედფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება - „პსჟ-"სა და „ინტერ მაიამის“ შეხვედრა ატლანტაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.