https://sputnik-georgia.com/20250624/iranis-birtvuli-safrtxe-293895611.html
მოსაზრება: აშშ-ის ირანზე იერიშების მიზნები - მთავარი „საფრთხე" სუვერენული ნავთობია
მოსაზრება: აშშ-ის ირანზე იერიშების მიზნები - მთავარი „საფრთხე" სუვერენული ნავთობია
Sputnik საქართველო
ირანის გამოგონილი "ბირთვული საფრთხე" ნაწილია თეირანში "რეჟიმის შეცვლის" ამერიკული ტექნოლოგიისა, რომლის საბოლოო მიზანია ირანულ ნავთობზე კონტროლის დამყარება. თუ... 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T16:12+0400
2025-06-24T16:12+0400
2025-06-24T16:12+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/19/285194735_1033:306:3069:1451_1920x0_80_0_0_4bf2ba5b4adce9dd350a5f3f268e1a8c.jpg
ირანის გამოგონილი "ბირთვული საფრთხე" ნაწილია თეირანში "რეჟიმის შეცვლის" ამერიკული ტექნოლოგიისა, რომლის საბოლოო მიზანია ირანულ ნავთობზე კონტროლის დამყარება. თუ აშშ წარმატებას მიაღწევს, ირანთან ომის "ბონუსებად" შეიძლება იქცეს ჩინეთის ეკონომიკისათვის იაფი ნედლეულის მოშლა, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დესტაბილიზაცია და რუსეთს "მხურვალე მოკითხვა", ლტოლვილთა ნაკადების სახით. აშკარაა, რომ "ამერიკის კვლავ დიად ქვეყნად ქცევა" მხოლოდ სხვა ქვეყნების უბედურების ხარჯზეა შესაძლებელი. სხვა გზები არ იკვეთება.აშშ-ის შვიდი სტრატეგიული ბომბდამშენის, B-2 Spirit-ის მიერ 22 ივნისს ირანის ბირთვულ ცენტრებზე განხორციელებულმა იერიშმა საბოლოოდ გაფანტა ყველა ილუზია (ვისაცჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა) ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის "მშვიდობისმყოფელურ როლთან" დაკავშირებით.ოპერაციაში სახელწოდებით "შუაღამის ურო" მონაწილეობდა აშშ-ის საჰაერო ძალების 125 თვითმფრინავი, მათ შორის — ავზსავსი თვითმფრინავებიც. B-2 Spirit ბომბდამშენები 21 ივნისის საღამოს გაემგზავრნენ უაიტმენის ავიაბაზიდან (მისურის შტატი) ორ ჯგუფად — დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით. პირველმა ესკადრილიამ თანამგზავრული მეთვალყურეობის ყურადღება სხვა მხარეს გადაიტანა, ხოლო მეორე ჯგუფმა — შვიდი B-2 გამორთული ტრანსპონდერებით —ირანის ტერიტორიას თვრამეტ საათში მიაღწია და ჩამოაგდო 14 ერთეული, თითო 13 ტონიანი GBU-57 ტიპის ბომბი, რომლებიც განკუთვნილია ბეტონის ბაქნების გასარღვევად.ამავდროულად, აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების გამანადგურებლებმა (F-16, F-18) ირანის საჰაერო სივრცეში "გაასუფთავეს დერეფანი" 30 ერთეული AGM-88 ტიპის რადარის საწინააღმდეგო რაკეტით. ამის შემდეგ B-2 Spirit ბომბდამშენებმა უპასუხისმგებლოდ გამოიყენეს თავიანთი 14 ბომბი ფორდოსა და ნათანზის ობიექტებზე. სინქრონულად, ღამის 2:10 საათზე, აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა გაისროლა 30 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk ისფაჰანში მიწისზედა ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.რატომ გახდა სამიზნე ათზე მეტი ბირთვული ობიექტიდან მხოლოდ სამი?ტექნიკური რეალობების უკეთ გასაგებად: ფორდო — ბირთვული საწვავის გამდიდრების ქარხანაა, რომელიც მდებარეობს თეირანიდან 150 კმ-ს დაშორებით სამხრეთით და 100 მეტრის სიღრმეზე მიწის ქვეშ. ნათანზი — ურანის გამდიდრების უმსხვილესი ცენტრი (ორი ქარხანა). ისფაჰანი — ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტია, სადაც ურანის გადამამუშავებელი ქარხანა და მრავალი სამრეწველო და სამედიცინო ლაბორატორია მდებარეობს. პენტაგონის ცნობით, ამ სამმა ობიექტმა "განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები" მიიღო, ყველაზე მეტი კი - ფორდოს ცენტრმა. თუმცა, ირანის ბირთვული პროგრამის სრული განადგურების შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებმა ერაყსა და ავღანეთში ამერიკელებს არაფერი ასწავლა. ისინი კვლავაც არც კი ცდილობენ ძველი ცივილიზაციების — არაბების, ფუშტუნების, სპარსების — მენტალიტეტის გაგებას. ყოველ ჯერზე ომს იწყებენ როგორც უცხოპლანეტელები (წითელი ბეისბოლის ქუდებით) და გეგმავენ "რეჟიმის შეცვლას", რომელიც თავად არ დაუმყარებიათ. კლასიკური სახელმწიფოებრივი ფარისევლობის მაგალითია ვიცე-პრეზიდენტ ვენსის განცხადება: „ჩვენ ომი არა ირანთან, არამედ ირანის ბირთვულ პროგრამასთან გვაქვს“.აშშ-ის კონგრესში ბევრი მიიჩნევს, რომ ომის რისკი მკვეთრად გაიზარდა. ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანთან ომს კატეგორიულად ეწინააღმდეგება . პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დაბომბოს სამხრეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი სუვერენული სახელმწიფო, მთელი მუსლიმური სამყაროსთვის ფატალური შეურაცხყოფაა. 22 ივნისის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთი უსაფრთხო არ გამხდარა და თეირანში უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სუვერენიტეტის საფუძველია კარგი რაკეტები, განსაკუთრებით, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი.ვაშინგტონი მანიაკალურად უბიძგებს ირანის საზოგადოებასა და სახელმწიფოს მეტი კონსოლიდაციისკენ და შურისძიების იარაღის შექმნისკენ, რომელიც უკვე აქვთ მის მეზობელ ქვეყნებს — ისრაელს, პაკისტანს, ჩინეთს, ინდოეთს.ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა და შეიარაღებული ძალების სარდალმა ამირ ჰატამიმ განაცხადეს, რომ ამერიკელები აგრესიის პასუხს აუცილებლად მიიღებენ. პეზეშკიანმა აღნიშნა: „შეხვედრებზე აშშ-სთან ვსაუბრობდით ნდობაზე, პრაქტიკაში კი მათ დაარტყეს ჩვენს ბირთვულ ობიექტებს. როგორ შეიძლება ვენდოთ ასეთ მთავრობას?“ აშშ-ის იერიშებმა თეირანს ხელ-ფეხი გაუხსნა, ირანის არმიას ნებისმიერი საპასუხო ქმედების სსრული უფლება აქვს. თვით CNN-იც კი აღიარებს, რომ ამერიკული ულტიმატუმები უსიტყვო კაპიტულაციაზე აქ არ მუშაობს.გრძელდება სარაკეტო დარტყმები ისრაელის ობიექტებზე, რომელიც, ფაქტობრივად, აშშ-ის რეგიონული რესურსების მცველად იქცა.იზრდება დაძაბულობა პენტაგონის ახლოაღმოსავლურ ბაზებზე, სადაც 40 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო პირი იმყოფება. ამერიკული დაზვერვა აფიქსირებს პროირანული ძალების მზადყოფნას, განახორციელონ იერიშები აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ერაყსა და სირიაში. განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევა შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელსაც გააჩნია ქსელები მსოფლიოს მრავალ რეგიონში. 22 ივნისს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ს ომი გამოუცხადეს.ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ჯორჯ გალოუეიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ იმპერიაში ყოველთვის, ნებისმიერ პრეზიდენტის დროს არსებობდა ირანის განადგურების გეგმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ 80 ქვეყანას დაესხა თავს ან პირდაპირი შეჭრით, ან პროქსი-არმიების მეშვეობით. ამერიკელთა რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაზე და დაუსჯელობაზე გვაგონებს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას "რკინის გუმბათს", რომელიც იდეალურად მუშაობდა მანამ, სანამ მასობრივი სარაკეტო დარტყმა არ განხორციელდა.კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის დახმარება ირანს დამოკიდებული იქნება თეირანის საჭიროებებზე. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 ივნისს ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტს მალი ასსიმი გოიტას და მოსკოვში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ აბბას არაქჩის. პუტინმა აღნიშნა: „აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიას ირანის წინააღმდეგ არანაირი საფუძველი და არავითარი გამართლება არ გააჩნია“. მისი თქმით, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს ირანის ხალხის დასახმარებლად. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა მოსკოვის პოზიციას. რუსეთი მხარს უჭერს ირანის ბირთვული პროგრამის შენარჩუნებას.მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ სხვადასხვა ფორმით დაგმო აგრესია ირანის წინააღმდეგ. აქტიურად ეხმარებიან ჩინეთი და პაკისტანი. გარდა ამისა, რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც გმობს აშშ-ის დარტყმებს ირანზე.სპარსეთის ყურეს არაბული ქვეყნების პოზიცია აშკარად პროირანულია-აშშ-ის დარტყმები ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას. ამას ადასტურებს ირანის პარლამენტის 22 ივნისის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჰორმუზის სრუტის დახურვის თაობაზე, რომლის გავლითაც გადის მსოფლიოში ნავთობის 20% და თხევადი გაზის დაახლოებით 30%.იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიგერუ ისიბამ ნატოს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა აშშ-ის აგრესიის გამო. მხოლოდ ევროპის ლიმიტროფი სახელმწიფოები დაუჭერდნენ მხარს ვაშინგტონს, განსაკუთრებით „ახალევროპელები“. ლიტვამ კი ირანს მოუწოდა, „აირჩიოს მშვიდობიანი გზა და არ უპასუხოს დარტყმებს“. თითოეულ ადამიანს მიეზღვება მისი რწმენის, შეხედულებების და სხვა კოგნიტიური შესაძლებლობების მიხედვით.ახლო აღმოსავლური კონფლიქტის სპირალი ჯერ კიდევ იწყებს ბრუნვას, თუმცა უკვე ტაიმს-სქვერზე დემონსტრანტები გამოდიან პლაკატებით წარწერებით: „ტრამპი სამხედრო დამნაშავეა“ და „არა აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ “.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/19/285194735_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_d798f85ed0d11e44ea7b31a4cb0e5a76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება
ირანის გამოგონილი "ბირთვული საფრთხე" ნაწილია თეირანში "რეჟიმის შეცვლის" ამერიკული ტექნოლოგიისა, რომლის საბოლოო მიზანია ირანულ ნავთობზე კონტროლის დამყარება. თუ აშშ წარმატებას მიაღწევს, ირანთან ომის "ბონუსებად" შეიძლება იქცეს ჩინეთის ეკონომიკისათვის იაფი ნედლეულის მოშლა, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დესტაბილიზაცია და რუსეთს "მხურვალე მოკითხვა", ლტოლვილთა ნაკადების სახით. აშკარაა, რომ "ამერიკის კვლავ დიად ქვეყნად ქცევა" მხოლოდ სხვა ქვეყნების უბედურების ხარჯზეა შესაძლებელი. სხვა გზები არ იკვეთება.
აშშ-ის შვიდი სტრატეგიული ბომბდამშენის, B-2 Spirit-ის მიერ 22 ივნისს ირანის ბირთვულ ცენტრებზე განხორციელებულმა იერიშმა საბოლოოდ გაფანტა ყველა ილუზია (ვისაცჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა) ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის "მშვიდობისმყოფელურ როლთან" დაკავშირებით.
ოპერაციაში სახელწოდებით "შუაღამის ურო" მონაწილეობდა აშშ-ის საჰაერო ძალების 125 თვითმფრინავი, მათ შორის — ავზსავსი თვითმფრინავებიც. B-2 Spirit ბომბდამშენები 21 ივნისის საღამოს გაემგზავრნენ უაიტმენის ავიაბაზიდან (მისურის შტატი) ორ ჯგუფად — დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით. პირველმა ესკადრილიამ თანამგზავრული მეთვალყურეობის ყურადღება სხვა მხარეს გადაიტანა, ხოლო მეორე ჯგუფმა — შვიდი B-2 გამორთული ტრანსპონდერებით —ირანის ტერიტორიას თვრამეტ საათში მიაღწია და ჩამოაგდო 14 ერთეული, თითო 13 ტონიანი GBU-57 ტიპის ბომბი, რომლებიც განკუთვნილია ბეტონის ბაქნების გასარღვევად.
ამავდროულად, აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების გამანადგურებლებმა (F-16, F-18) ირანის საჰაერო სივრცეში "გაასუფთავეს დერეფანი" 30 ერთეული AGM-88 ტიპის რადარის საწინააღმდეგო რაკეტით. ამის შემდეგ B-2 Spirit ბომბდამშენებმა უპასუხისმგებლოდ გამოიყენეს თავიანთი 14 ბომბი ფორდოსა და ნათანზის ობიექტებზე. სინქრონულად, ღამის 2:10 საათზე, აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა გაისროლა 30 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk ისფაჰანში მიწისზედა ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
რატომ გახდა სამიზნე ათზე მეტი ბირთვული ობიექტიდან მხოლოდ სამი?
ტექნიკური რეალობების უკეთ გასაგებად: ფორდო — ბირთვული საწვავის გამდიდრების ქარხანაა, რომელიც მდებარეობს თეირანიდან 150 კმ-ს დაშორებით სამხრეთით და 100 მეტრის სიღრმეზე მიწის ქვეშ. ნათანზი — ურანის გამდიდრების უმსხვილესი ცენტრი (ორი ქარხანა). ისფაჰანი — ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტია, სადაც ურანის გადამამუშავებელი ქარხანა და მრავალი სამრეწველო და სამედიცინო ლაბორატორია მდებარეობს. პენტაგონის ცნობით, ამ სამმა ობიექტმა "განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები" მიიღო, ყველაზე მეტი კი - ფორდოს ცენტრმა. თუმცა, ირანის ბირთვული პროგრამის სრული განადგურების შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებმა ერაყსა და ავღანეთში ამერიკელებს არაფერი ასწავლა. ისინი კვლავაც არც კი ცდილობენ ძველი ცივილიზაციების — არაბების, ფუშტუნების, სპარსების — მენტალიტეტის გაგებას. ყოველ ჯერზე ომს იწყებენ როგორც უცხოპლანეტელები (წითელი ბეისბოლის ქუდებით) და გეგმავენ "რეჟიმის შეცვლას", რომელიც თავად არ დაუმყარებიათ. კლასიკური სახელმწიფოებრივი ფარისევლობის მაგალითია ვიცე-პრეზიდენტ ვენსის განცხადება: „ჩვენ ომი არა ირანთან, არამედ ირანის ბირთვულ პროგრამასთან გვაქვს“.
აშშ-ის კონგრესში ბევრი მიიჩნევს, რომ ომის რისკი მკვეთრად გაიზარდა. ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანთან ომს კატეგორიულად ეწინააღმდეგება . პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დაბომბოს სამხრეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი სუვერენული სახელმწიფო, მთელი მუსლიმური სამყაროსთვის ფატალური შეურაცხყოფაა. 22 ივნისის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთი უსაფრთხო არ გამხდარა და თეირანში უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სუვერენიტეტის საფუძველია კარგი რაკეტები, განსაკუთრებით, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი.
ვაშინგტონი მანიაკალურად უბიძგებს ირანის საზოგადოებასა და სახელმწიფოს მეტი კონსოლიდაციისკენ და შურისძიების იარაღის შექმნისკენ, რომელიც უკვე აქვთ მის მეზობელ ქვეყნებს — ისრაელს, პაკისტანს, ჩინეთს, ინდოეთს.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა და შეიარაღებული ძალების სარდალმა ამირ ჰატამიმ განაცხადეს, რომ ამერიკელები აგრესიის პასუხს აუცილებლად მიიღებენ. პეზეშკიანმა აღნიშნა: „შეხვედრებზე აშშ-სთან ვსაუბრობდით ნდობაზე, პრაქტიკაში კი მათ დაარტყეს ჩვენს ბირთვულ ობიექტებს. როგორ შეიძლება ვენდოთ ასეთ მთავრობას?“ აშშ-ის იერიშებმა თეირანს ხელ-ფეხი გაუხსნა, ირანის არმიას ნებისმიერი საპასუხო ქმედების სსრული უფლება აქვს. თვით CNN-იც კი აღიარებს, რომ ამერიკული ულტიმატუმები უსიტყვო კაპიტულაციაზე აქ არ მუშაობს.
გრძელდება სარაკეტო დარტყმები ისრაელის ობიექტებზე, რომელიც, ფაქტობრივად, აშშ-ის რეგიონული რესურსების მცველად იქცა.
იზრდება დაძაბულობა პენტაგონის ახლოაღმოსავლურ ბაზებზე, სადაც 40 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო პირი იმყოფება. ამერიკული დაზვერვა აფიქსირებს პროირანული ძალების მზადყოფნას, განახორციელონ იერიშები აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ერაყსა და სირიაში. განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევა შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელსაც გააჩნია ქსელები მსოფლიოს მრავალ რეგიონში. 22 ივნისს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ს ომი გამოუცხადეს.
ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ჯორჯ გალოუეიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ იმპერიაში ყოველთვის, ნებისმიერ პრეზიდენტის დროს არსებობდა ირანის განადგურების გეგმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ 80 ქვეყანას დაესხა თავს ან პირდაპირი შეჭრით, ან პროქსი-არმიების მეშვეობით. ამერიკელთა რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაზე და დაუსჯელობაზე გვაგონებს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას "რკინის გუმბათს", რომელიც იდეალურად მუშაობდა მანამ, სანამ მასობრივი სარაკეტო დარტყმა არ განხორციელდა.
კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის დახმარება ირანს დამოკიდებული იქნება თეირანის საჭიროებებზე. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 ივნისს ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტს მალი ასსიმი გოიტას და მოსკოვში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ აბბას არაქჩის. პუტინმა აღნიშნა: „აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიას ირანის წინააღმდეგ არანაირი საფუძველი და არავითარი გამართლება არ გააჩნია“. მისი თქმით, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს ირანის ხალხის დასახმარებლად. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა მოსკოვის პოზიციას. რუსეთი მხარს უჭერს ირანის ბირთვული პროგრამის შენარჩუნებას.
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ სხვადასხვა ფორმით დაგმო აგრესია ირანის წინააღმდეგ. აქტიურად ეხმარებიან ჩინეთი და პაკისტანი. გარდა ამისა, რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც გმობს აშშ-ის დარტყმებს ირანზე.
სპარსეთის ყურეს არაბული ქვეყნების პოზიცია აშკარად პროირანულია-აშშ-ის დარტყმები ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას. ამას ადასტურებს ირანის პარლამენტის 22 ივნისის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჰორმუზის სრუტის დახურვის თაობაზე, რომლის გავლითაც გადის მსოფლიოში ნავთობის 20% და თხევადი გაზის დაახლოებით 30%.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიგერუ ისიბამ ნატოს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა აშშ-ის აგრესიის გამო. მხოლოდ ევროპის ლიმიტროფი სახელმწიფოები დაუჭერდნენ მხარს ვაშინგტონს, განსაკუთრებით „ახალევროპელები“. ლიტვამ კი ირანს მოუწოდა, „აირჩიოს მშვიდობიანი გზა და არ უპასუხოს დარტყმებს“. თითოეულ ადამიანს მიეზღვება მისი რწმენის, შეხედულებების და სხვა კოგნიტიური შესაძლებლობების მიხედვით.
ახლო აღმოსავლური კონფლიქტის სპირალი ჯერ კიდევ იწყებს ბრუნვას, თუმცა უკვე ტაიმს-სქვერზე დემონსტრანტები გამოდიან პლაკატებით წარწერებით: „ტრამპი სამხედრო დამნაშავეა“ და „არა აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ “.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე