https://sputnik-georgia.com/20250624/gvaramias-saqmeze-ganacheni-30-ivniss-gamocxaddeba-293896068.html
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T19:37+0400
2025-06-24T19:37+0400
2025-06-24T19:37+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262069174_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_7bf74b52695590c056279bbdf910ba97.jpg
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება.ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო, 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. იმავე დღეს გვარამია თავად მივიდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დააკავეს.30 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა ჩვენებას გვარამია და ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებით. თუ გვარამია აღნიშნულზე უარს განაცხადებს, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, მზად იყვნენ დასკვნითი სიტყვების სათქმელად.გვარამიას პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზეც. ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი 8-8- თვით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, სამივე მათგანს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262069174_122:151:1060:854_1920x0_80_0_0_519236bc468800296b52d53e488462b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება.
ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.
აღნიშნულის გამო, 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. იმავე დღეს გვარამია თავად მივიდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დააკავეს.
30 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა ჩვენებას გვარამია და ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებით. თუ გვარამია აღნიშნულზე უარს განაცხადებს, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, მზად იყვნენ დასკვნითი სიტყვების სათქმელად.
გვარამიას პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზეც. ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი 8-8- თვით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, სამივე მათგანს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.