გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2025
გამოწერა
პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო.
ვაშაძეს სასჯელის სახით შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ოპოზიციონერი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პარტიის ოფისში დააკავეს.
საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის ვაშაძე 15 აპრილს დაიბარეს, სადაც არ გამოცხადა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე. ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი 8-8- თვით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, სამივე მათგანს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
ყველა ახალი ამბავი
0