https://sputnik-georgia.com/20250624/giorgi-gvarakidze-genprokurori-gaxda-293890876.html
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
Sputnik საქართველო
გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T13:16+0400
2025-06-24T13:16+0400
2025-06-24T13:15+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/18/293890512_0:119:1601:1019_1920x0_80_0_0_6d9ba261bb496e250851d8cd113572b2.jpg
თბილისი,24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია.მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე უყარეს კენჭი - გიორგი გვარაკიძეს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა.მანამდე გენპროკურორობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მოუსმინეს, რომლის ფარგლებშიც გვარაკიძემ პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით 18 ივნისს აირჩია.გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს - გაბიტაშვილი ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსრულებას 11 ივნისს შეუდგა.გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.გარდა ამისა, გიორგი გვარაკიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/18/293890512_0:0:1601:1201_1920x0_80_0_0_1bb43cd28eb4d0181fcf7e08528a932c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
თბილისი,24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია.
მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე უყარეს კენჭი - გიორგი გვარაკიძეს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე გენპროკურორობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მოუსმინეს, რომლის ფარგლებშიც გვარაკიძემ პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით 18 ივნისს აირჩია.
გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს - გაბიტაშვილი ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსრულებას 11 ივნისს შეუდგა.
გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.
გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
გარდა ამისა, გიორგი გვარაკიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.