საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაზუსტდა - 2025 წლის პირველი კვარტალი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2025
გამოწერა
2025 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,8% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9,3%-ს შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2025 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 21,8 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 3,4%, მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 2,1 ათასი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2025 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.
2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის სფეროების ტოპ-5, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ

ეკონომიკის სფერო

ზრდა, %

ინფორმაცია და კომუნიკაცია

28,6

განათლება

27,7

ჯანდაცვა

17,9

უძრავი ქონება

12,9

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა

11,0

კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის (-4,6%), ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის (-5,1%) მიწოდების სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი

ეკონომიკის სფერო

ზრდა, %

ვაჭრობა

13,1

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები

10,6

ინფორმაცია და კომუნიკაცია

9,5

გადამამუშავებელი მრეწველობა

8,3

სახელმწიფო მმართველობა

7,5

ყველა ახალი ამბავი
0