https://sputnik-georgia.com/20250624/britaneli-gvinis-magistri-qartuli-gvinis-xarisxi-shtambechdavia-293892932.html
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი: ქართული ღვინის ხარისხი შთამბეჭდავია
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი: ქართული ღვინის ხარისხი შთამბეჭდავია
Sputnik საქართველო
ტურის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა იყო. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T17:36+0400
2025-06-24T17:36+0400
2025-06-24T17:36+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოში ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ტური ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ბრიტანეთიდან 12-კაციანი ჯგუფი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group-ის ორგანიზებით სტუმრობდა.ბრიტანელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაცია Walk-around Tasting-ზე კი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.ვიზიტის ფარგლებში, სარა ებოტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა. მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტურ პროდუქტს.დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი: ქართული ღვინის ხარისხი შთამბეჭდავია
ტურის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოში ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ტური ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბრიტანეთიდან 12-კაციანი ჯგუფი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group-ის ორგანიზებით სტუმრობდა.
„მართლაც შთამბეჭდავია ის მზარდი ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც დღეს ქართულ ღვინოში, განსაკუთრებით, თეთრ არომატულ ღვინოებში შეინიშნება. ასევე თვალსაჩინოა ქარვისფერი ღვინის დახვეწილობა და განვითარება. აღსანიშნავია ქვევრის ღვინოების ჰარმონიული ინტეგრაცია და ტანინი წითელ ღვინოებში, განსაკუთრებით საფერავის შემთხვევაში“, - განაცხადა Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ.
ბრიტანელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაცია Walk-around Tasting-ზე კი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სარა ებოტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა. მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტურ პროდუქტს.
დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს.