https://sputnik-georgia.com/20250624/basilashvilma-uimbldonze-pirveli-gamarjveba-moipova-293893407.html
ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
Sputnik საქართველო
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 125-ე ადგილზეა. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T18:03+0400
2025-06-24T18:03+0400
2025-06-24T18:03+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (125 ATP) ახალგაზრდა ესპანელი ლამას რუისი (566 ATP) სამ სეტში ანგარიშით 6:3, 4:6, 6:3 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული „დიდი სლემის" ტურნირის - „უიმბლდონი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში გადავიდა.უიმბლდონის ძირითადი ტურნირი 30 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ეს არის ერთადერთი ბალახის კორტზე გამართული „დიდი სლემის" ტურნირი - ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 ივნისს დაიწყო.მეორე წრეში ბასილაშვილი ჰონ-კონგის წარმომადგენელ ჩაკ ლამ ვონგს დაუპირისპირდება.„დიდი სლემის" ტურნირზე კარიერაში პირველად იასპარეზა საბა ფურცელაძემ. 23 წლის ქართველი შვეიცარიელ დომინიკ სტიკერთან ორ სეტში ანგარიშით 3:6, 2:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.2025 წლის უიმბლდონის ძირითადი ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელმა ჩოგბურთელმა სამი წრე უნდა გაიაროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 125-ე ადგილზეა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (125 ATP) ახალგაზრდა ესპანელი ლამას რუისი (566 ATP) სამ სეტში ანგარიშით 6:3, 4:6, 6:3 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული „დიდი სლემის" ტურნირის - „უიმბლდონი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში გადავიდა.
უიმბლდონის ძირითადი ტურნირი 30 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ეს არის ერთადერთი ბალახის კორტზე გამართული „დიდი სლემის" ტურნირი - ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 ივნისს დაიწყო.
მეორე წრეში ბასილაშვილი ჰონ-კონგის წარმომადგენელ ჩაკ ლამ ვონგს დაუპირისპირდება.
„დიდი სლემის" ტურნირზე კარიერაში პირველად იასპარეზა საბა ფურცელაძემ. 23 წლის ქართველი შვეიცარიელ დომინიკ სტიკერთან ორ სეტში ანგარიშით 3:6, 2:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
2025 წლის უიმბლდონის ძირითადი ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელმა ჩოგბურთელმა სამი წრე უნდა გაიაროს.