https://sputnik-georgia.com/20250624/atestatebis-gacema-daiwyo-293882547.html
სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო
სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო
Sputnik საქართველო
ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით შეუძლიათ. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T11:37+0400
2025-06-24T11:37+0400
2025-06-24T11:37+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტებმა სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), 18 წლამდე პირის შემთხვევაში კი მშობელმა. განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს პირველადი ატესტატი უფასოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიცემა.მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე.რაც შეეხება ელექტრონულ ატესტატს, ის არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ სკოლადამთავრებული შეძლებს ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადაგზავნოს საჭიროებისამებრ.ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.რაც შეეხება საბაზო (მე-9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატს, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების პირველადი ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც 2025 წლის მარტში, ექსტერნატის ფორმით დაძლია საფეხური და მოიპოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო
ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით შეუძლიათ.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტებმა სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), 18 წლამდე პირის შემთხვევაში კი მშობელმა. განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს პირველადი ატესტატი უფასოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიცემა.
„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ასლის ფორმით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
რაც შეეხება ელექტრონულ ატესტატს, ის არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.
მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ სკოლადამთავრებული შეძლებს ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადაგზავნოს საჭიროებისამებრ.
ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.
რაც შეეხება საბაზო (მე-9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატს, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების პირველადი ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც 2025 წლის მარტში, ექსტერნატის ფორმით დაძლია საფეხური და მოიპოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება.