https://sputnik-georgia.com/20250623/zurab-japaridzes-7-tvis-patimroba-sheeparda-293873324.html
ზურაბ ჯაფარიძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ზურაბ ჯაფარიძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T11:04+0400
2025-06-23T11:04+0400
2025-06-23T11:18+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669177_0:189:3067:1914_1920x0_80_0_0_bca9e42fd18d470467df66ac5677189f.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო.მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს - მოსამართლემ ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა. პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მან უარი თქვა აპრილში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669177_203:0:2932:2047_1920x0_80_0_0_3690f805b8265ace00e42be73ad2605b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
ზურაბ ჯაფარიძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
11:04 23.06.2025 (განახლებულია: 11:18 23.06.2025) პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს - მოსამართლემ ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა.
პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მან უარი თქვა აპრილში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.