https://sputnik-georgia.com/20250623/xazaradzes-da-japaridzes-8-8-tvit-patimroba-sheepardat-293881224.html
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსებს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T17:54+0400
2025-06-23T17:54+0400
2025-06-23T17:54+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო.მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პოლიტიკოსებს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ისინი დღევანდელ სასამართლო სხდომებს არ დასწრებიან.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის იყვნენ დაბარებულები, სადაც არ გამოცხადდნენ. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინათ, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზეც. მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
პოლიტიკოსებს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პოლიტიკოსებს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ისინი დღევანდელ სასამართლო სხდომებს არ დასწრებიან.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის იყვნენ დაბარებულები, სადაც არ გამოცხადდნენ. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინათ, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზეც. მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.