https://sputnik-georgia.com/20250623/vin-umaspinzlebs-2027-wels-oiv-kongress-293875134.html
ვინ იქნება 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა? საქართველომ განაცხადი წარადგინა
ვინ იქნება 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა? საქართველომ განაცხადი წარადგინა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საკითხზე OIV-ის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T15:00+0400
2025-06-23T15:00+0400
2025-06-23T15:00+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734828_0:130:3178:1918_1920x0_80_0_0_0c2599bb2a71213a24efc2355b4d3c0f.jpg
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს გახდეს ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონგრესის მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 46-ე მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. კონგრესის მთავარი თემა „ვაზისა და ღვინის მომავლისკენ მიმავალი გზა: მდგრადობა, ღირებულების გაზრდა, ინოვაციების გაძლიერება“ იყო. გახდება თუ არა საქართველო 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, აღნიშნულ საკითხზე OIV-ის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი. OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს და ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734828_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0ad229ac91e8e944002c9e07bc318290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ იქნება 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა? საქართველომ განაცხადი წარადგინა
აღნიშნულ საკითხზე OIV-ის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს გახდეს ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონგრესის მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 46-ე მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. კონგრესის მთავარი თემა „ვაზისა და ღვინის მომავლისკენ მიმავალი გზა: მდგრადობა, ღირებულების გაზრდა, ინოვაციების გაძლიერება“ იყო.
„საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, ამასთან ერთად მეღვინეობის თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიით. ჩვენს ქვეყანას მჭიდრო კავშირი აქვს ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოების, ცნობადობის ზრდის და რეალიზაციისთვის“, - განაცხადა მეხუზლამ.
გახდება თუ არა საქართველო 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, აღნიშნულ საკითხზე OIV-ის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს და ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.