ტექნოლაბს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო კომპანიას

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმაამკაცი ტელეფონით ხელში
მაამკაცი ტელეფონით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2025
გამოწერა
მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს.
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს მტკიცებით, მოვაჭრე ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა არ არის Apple-ის ნაწარმი, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განემარტება.
„აღნიშნული ქმედება მაღალი ალბათობით ქმნის მომხმარებელთა ჯგუფის შეცდომაში შეყვანის საფრთხეს, რადგან მომხმარებელი ვერ იღებს სწორ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საგარანტიო დოკუმენტაციაში საქონლის ბრენდისა და დასახელების გრაფაში ფიქსირდება სიტყვა Apple, თუმცა მოვაჭრის განმარტებით, ის კომპანია Apple Inc.-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქციით არ ვაჭრობს.
კანონმდებლობის მიხედვით, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. საქონლის მომსახურების შეძენამდე, მომხმარებლის უფლებაა შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.
ყველა ახალი ამბავი
0