https://sputnik-georgia.com/20250623/saqartveloshi-turizmidan-shemosavlebis-rekordul-zrdas-prognozireben-293872515.html
ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ
ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
2025 წლის მაისში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T10:57+0400
2025-06-23T10:57+0400
2025-06-23T10:57+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822692_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_9d61ff0e822f232a085e2507d504ca77.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ანალიტიკოსები მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზს არ ცვლიან და 2025 წელს რეკორდულ, 4.5 მილიარდი დოლარის ზრდას ვარაუდობენ, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, იგი 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. Galt & Taggart-ის ცნობით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა და 370 მლნ დოლარი შეადგინამიმდინარე წლის ხუთ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით მეტია.კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822692_322:0:3051:2047_1920x0_80_0_0_063190f9390de65cacb586bbd3004c11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ
2025 წლის მაისში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ანალიტიკოსები მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზს არ ცვლიან და 2025 წელს რეკორდულ, 4.5 მილიარდი დოლარის ზრდას ვარაუდობენ, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, იგი 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
Galt & Taggart-ის ცნობით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა და 370 მლნ დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის ხუთ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით მეტია.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.