https://sputnik-georgia.com/20250623/melias-saqmeze-ganacheni-27-ivniss-gamocxaddeba-293881086.html
ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება
ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T20:35+0400
2025-06-23T20:35+0400
2025-06-23T20:35+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211835_0:222:3078:1953_1920x0_80_0_0_f87f0a44f2c8fd426da2dfd6698c581d.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება.ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა. პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა, რის გამოც 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.„მოლოდინი მაქვს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სულ რომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადოს მოსამართლემ, მას სხვა საქმეზე დამზღვევი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არც პროკურორსა და არც მოსამართლეს არ დაუმალავთ, რომ მათ ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა არ სურთ. აქ ყველაფერს ერთი ხელი და პოლიტიკური ნება მართავს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.ნიკა მელია აპრილში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა. მას პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.მელია 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს სასამართლო სხდომაზე, რომელზეც 50 ათასლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო მას პატიმრობა შეეფარდა, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სასამართლო დარბაზიდან გაყვანის შემდეგ კი მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალი „სასამართლოს უპატივცემულობის“ მუხლით წაუყენეს, რომელიც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211835_0:209:2452:2048_1920x0_80_0_0_30da9462babb3e956975df431c93f15a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება.
ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა. პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა, რის გამოც 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
„მოლოდინი მაქვს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სულ რომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადოს მოსამართლემ, მას სხვა საქმეზე დამზღვევი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არც პროკურორსა და არც მოსამართლეს არ დაუმალავთ, რომ მათ ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა არ სურთ. აქ ყველაფერს ერთი ხელი და პოლიტიკური ნება მართავს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
ნიკა მელია აპრილში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.
მას პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მელია 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს სასამართლო სხდომაზე, რომელზეც 50 ათასლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო მას პატიმრობა შეეფარდა, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სასამართლო დარბაზიდან გაყვანის შემდეგ კი მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალი „სასამართლოს უპატივცემულობის“ მუხლით წაუყენეს, რომელიც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა