https://sputnik-georgia.com/20250623/mamukaxazaradze-da-badri-djaparidze-daakaves-293881718.html
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსებს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მათ ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T18:39+0400
2025-06-23T18:39+0400
2025-06-23T18:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/14/251521134_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_be23008762978cad3fb4bc32bb21e0f6.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, პოლიტიკოსებს სამართალდამცავებმა ხელბორკილები პარტიის ოფისში დაადეს.თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დამნაშავედ ცნო - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პოლიტიკოსებს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ისინი დღევანდელ სასამართლო სხდომებს არ დასწრებიან.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის იყვნენ დაბარებულები, სადაც არ გამოცხადდნენ. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინათ, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზეც. მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/14/251521134_493:328:2189:1600_1920x0_80_0_0_d0059bcacbbf63b41c2014ad955571fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
პოლიტიკოსებს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მათ ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, პოლიტიკოსებს სამართალდამცავებმა ხელბორკილები პარტიის ოფისში დაადეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დამნაშავედ ცნო - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პოლიტიკოსებს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ისინი დღევანდელ სასამართლო სხდომებს არ დასწრებიან.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის იყვნენ დაბარებულები, სადაც არ გამოცხადდნენ. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინათ, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია „ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზეც. მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.