ხვიჩა კვარაცხელია კვლავ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია

© Khvicha Kvaratskhelia Fanpageხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2025
გამოწერა
დაჯილდოების ცერემონია პარიზში ოქტომბერში გაიმართება - ზუსტი თარიღი ზაფხულში დასახელდება.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის" ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რჩება 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში, ამის შესახებ ინფორმაციას TNT Sports ავრცელებს.
ცნობილი პორტალის მიხედვით, ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი „პსჟ"-სა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ვიტინიაა.
ვიტინიამ პარიზულ გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო, ხოლო პორტუგალიის ნაკრების რიგებში ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მისმა თანაგუნდელმა, უსმან დემბელემ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მე-10 ადგილზეა.
„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეული:
1.
ვიტინია (პსჟ)
2.
უსმან დემბელე (პსჟ)
3.
ლამინ იამალი („ბარსელონა“)
4.
რაფინია დიასი („ბარსელონა“)
5.
ნუნო მენდეში (პსჟ)
6.
აჩრაფ ჰაკიმი (პსჟ)
7.
მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
8.
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
9.
კილიან მბაპე („რეალი“)
10.
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
„ოქროს ბურთის“ ამჟამინდელი მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრია.
დაჯილდოების ცერემონია პარიზში ოქტომბერში გაიმართება - ზუსტი თარიღი ზაფხულში დასახელდება.
ყველა ახალი ამბავი
0