https://sputnik-georgia.com/20250623/kobuletshi-aziur-parosanas-ebrzvian-293873520.html
ქობულეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
ქობულეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T11:39+0400
2025-06-23T11:39+0400
2025-06-23T11:39+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
საქართველოს რეგიონები
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280345192_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_584668c99da3108c85a47047c7e254f8.jpg
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა ჩართული, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. უწყების ცნობით, მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება. ამ ეტაპზე თერმული ნისლით 2,5 ათასი ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით - 272 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280345192_109:0:1837:1296_1920x0_80_0_0_47c9c93e303507e2895c74adb6de802a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს რეგიონები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს რეგიონები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქობულეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა ჩართული, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების ცნობით, მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება.
ამ ეტაპზე თერმული ნისლით 2,5 ათასი ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით - 272 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.