https://sputnik-georgia.com/20250622/ungretshi-saqartvelos-elchs-jildo-gadasces-293869791.html
უნგრეთში საქართველოს ელჩს სახელმწიფო ჯილდო გადასცეს
უნგრეთში საქართველოს ელჩს სახელმწიფო ჯილდო გადასცეს
Sputnik საქართველო
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებული წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს. 22.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-22T19:00+0400
2025-06-22T19:00+0400
2025-06-22T19:00+0400
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:4:500:285_1920x0_80_0_0_a2d9abcd6b10077162769dd382eedf51.jpg
თბილისი, 22 ივნისი -Sputnik. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე – „უნგრეთის ღირსების ორდენის მეთაურის ჯვარი“ წარადგინეს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში შედგა.საქართველოს ელჩს ჯილდო უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ბოგლარკა ილეშმა გადასცა.ღონისძიებაზე უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებული წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:0:500:375_1920x0_80_0_0_013cea1b799c4b7f056daa5b30bbf3ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, ახალი ამბები
უნგრეთში საქართველოს ელჩს სახელმწიფო ჯილდო გადასცეს
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებული წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს.
თბილისი, 22 ივნისი -Sputnik. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე – „უნგრეთის ღირსების ორდენის მეთაურის ჯვარი“ წარადგინეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში შედგა.
საქართველოს ელჩს ჯილდო უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ბოგლარკა ილეშმა გადასცა.
ღონისძიებაზე უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებული წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.