https://sputnik-georgia.com/20250622/topuria-vpiqrob-oliveiras-pirvelive-raundshi-davamarcxeb-293862967.html
თოფურია: ვფიქრობ, ჩარლზ ოლივეირას პირველივე რაუნდში დავამარცხებ
თოფურია: ვფიქრობ, ჩარლზ ოლივეირას პირველივე რაუნდში დავამარცხებ
Sputnik საქართველო
თოფურიასა და ოლივეირას შორის ორთაბრძოლა 29 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება. 22.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-22T13:39+0400
2025-06-22T13:39+0400
2025-06-22T13:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_b2d1a3afef13f8d1a28f059e0bf9e9f7.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის შედეგის გადაწყვეტას პირველივე რაუნდში აპირებს.თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) ვაკანტური ქამრისთვის იბრძოლებს. ქართველის მეტოქე იქნება 35 წლის ჩარლზ ოლივეირა - UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, რომელმაც კარიერაში 46 ბრძოლა ჩაატარა და 35-ში გაიმარჯვა. ის 2021 წლის მაისში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ქამარიც დაიცვა. თოფურიასა და ოლივეირას შორის ორთაბრძოლა 29 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება.თოფურია, რომელიც პროფესიულ კარიერაში დაუმარცხებელია (16:0), აშშ-ში ჩავიდა, სადაც ღია ვარჯიში ჩაატარა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.როგორც მან აღნიშნა, თავს პარტერშიც კი ბრალიზიელზე უფრო ძლიერად გრძნობს და აქვს დარტყმის ისეთი ძალა, როგორიც ოლივეირას აქამდე არასდროს უნახავს. თოფურიას თქმით, მან მოსამზადებელი ეტაპი იდეალურად გაიარა და მზადაა „დიდებული შოუს“ მოსაწყობად.ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იქნება მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.ილია თოფურიაილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.28 წლის თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.ილია თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_258:149:1339:960_1920x0_80_0_0_c17e9ffc9e320c48134133264348e61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თოფურია: ვფიქრობ, ჩარლზ ოლივეირას პირველივე რაუნდში დავამარცხებ
თოფურიასა და ოლივეირას შორის ორთაბრძოლა 29 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქი წონის საჩემპიონის ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის შედეგის გადაწყვეტას პირველივე რაუნდში აპირებს.
თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) ვაკანტური ქამრისთვის იბრძოლებს. ქართველის მეტოქე იქნება 35 წლის ჩარლზ ოლივეირა - UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, რომელმაც კარიერაში 46 ბრძოლა ჩაატარა და 35-ში გაიმარჯვა. ის 2021 წლის მაისში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ქამარიც დაიცვა. თოფურიასა და ოლივეირას შორის ორთაბრძოლა 29 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება.
„თუ ერთხელ მაინც დავაზიანებ, დაბრუნების შანსს ვეღარ იპოვის. ჩემი დარტყმის ძალა განსხვავდება იმისგან, რაც მის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ“, – აღნიშნა თოფურიამ ჟურნალისტებთან.
თოფურია, რომელიც პროფესიულ კარიერაში დაუმარცხებელია (16:0), აშშ-ში ჩავიდა, სადაც ღია ვარჯიში ჩაატარა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, თავს პარტერშიც კი ბრალიზიელზე უფრო ძლიერად გრძნობს და აქვს დარტყმის ისეთი ძალა, როგორიც ოლივეირას აქამდე არასდროს უნახავს. თოფურიას თქმით, მან მოსამზადებელი ეტაპი იდეალურად გაიარა და მზადაა „დიდებული შოუს“ მოსაწყობად.
ოლივეირასთან ბრძოლა თოფურიას დებიუტი იქნება მსუბუქი წონის დივიზიონში. გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
28 წლის თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.
ილია თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.