https://sputnik-georgia.com/20250622/sasamartlo-ganachens-xval-gamoacxadebs-293867296.html
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა: სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა: სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის სამი წევრის წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე... 22.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-22T17:38+0400
2025-06-22T17:38+0400
2025-06-23T10:59+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის სამი წევრის წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადეს, პირველ განაჩენს ორშაბათს, 23 ივნისს გამოიტანს.საქართველოში საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმის წარმოება მიმდინარეობა, რომელთაგან სამი განაჩენის გამოტანას გისოსებს მიღმა ელოდება.23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე.გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. მათ ჯარიმა ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის საფუძველზე თავისუფლებაზე იმყოფებიან, ზურაბ ჯაფარიძე კი განაჩენს საპატიმროში ელოდება, რადგან მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის სამი წევრის წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადეს, პირველ განაჩენს ორშაბათს, 23 ივნისს გამოიტანს.
საქართველოში საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმის წარმოება მიმდინარეობა, რომელთაგან სამი განაჩენის გამოტანას გისოსებს მიღმა ელოდება.
23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე.
გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. მათ ჯარიმა ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის საფუძველზე თავისუფლებაზე იმყოფებიან, ზურაბ ჯაფარიძე კი განაჩენს საპატიმროში ელოდება, რადგან მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.