https://sputnik-georgia.com/20250622/saqartvelos-ziudos-nakrebi-samshobloshi-dabrunda-293864616.html
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა
Sputnik საქართველო
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა 22.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-22T11:39+0400
2025-06-22T11:39+0400
2025-06-22T11:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1b/293069812_0:188:1440:998_1920x0_80_0_0_ed8f5fccaa3fe8fab9d8c5e5030ca74e.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, საქართველოში დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა, ნახევარფინალში კი იაპონიას სძლია, რომელიც ამ ტიტულს ზედიზედ შვიდჯერ ფლობდა.„ძალიან მაგარი იყო. ყველაფერი ერთმანეთს ისე დაემთხვა, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო. გადამწყვეტი ბრძოლა მე მომიწია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს შანსი ღმერთმა გამომიგზავნა, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მთელი გუნდი განსაკუთრებული შემართებით ვიყავით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს მონდომება დაგვიფასდა“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში გაიმართა. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1b/293069812_0:53:1440:1133_1920x0_80_0_0_8185640f3edb8ad2558897aefadc1f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, საქართველოში დაბრუნდა.
მსოფლიო ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა, ნახევარფინალში კი იაპონიას სძლია, რომელიც ამ ტიტულს ზედიზედ შვიდჯერ ფლობდა.
„ძალიან მაგარი იყო. ყველაფერი ერთმანეთს ისე დაემთხვა, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო. გადამწყვეტი ბრძოლა მე მომიწია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს შანსი ღმერთმა გამომიგზავნა, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მთელი გუნდი განსაკუთრებული შემართებით ვიყავით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს მონდომება დაგვიფასდა“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში გაიმართა. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.