როგორ მუშაობს „აგენტების“ შესახებ ახალი კანონი საქართველოში - პირველი 20 დღის შედეგები

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2025
გამოწერა
კანონი ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს „უცხოური აგენტების“ შესახებ ამერიკული კანონის (FARA) ქართული ვერსიის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, არც ერთი „უცხოელი აგენტი" არ დაურეგისტრირებია.
კანონი ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.
ამჟამად ვებგვერდზე არც ერთი აგენტი არ არის დარეგისტრირებული. ამასთან 17 ივნისს, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საფარის“, „მომავლის აკადემიის“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ფინანსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ახალი კანონის თანახმად, სასამართლოსგან ინფორმაციის გადამოწმების ნებართვის მიღების შემდეგ, ანტიკორუფციულ ბიუროს, აღნიშნული გადამოწმების შედეგების საფუძველზე, შეუძლია თავად დაამატოს ორგანიზაცია „უცხოური პრინციპალის აგენტების“ სიაში.
ამის საპასუხოდ კიდევ 43-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილდებიან კანონს და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდეიან ანტიკორუფციულ ბიუროში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში 385 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ.
საქართველოში რეგისტრაციაზე ან ფინანსური ინფორმაციის მიწოდებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც 5-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმით ისჯება.
კანონის ახალი ენა
კანონის თანახმად, საქართველოში ორი ტერმინი გაჩნდა: „უცხოური პრინციპალი" და „უცხოური პრინციპალის აგენტი".
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, კანონის თანახმად, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.
ყველა ახალი ამბავი
0