რაგბი: მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა

© Sputnik / STRINGERრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2025
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა, იუწყება პირველი არხი.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სათამაშოდ მიემგზავრება – შეჯიბრება 29 ივნისადან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში იტალიაში გაიმართება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ტურნირისთვის 30 მორაგბე შეარჩია – 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე, მათ შორის 10 ლეგიონერია, 20 კი ქართულ კლუბებს წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრები იტალიაში 23 ივნისს გაემგზავრება, 26-ში ავსტრალიასთან ერთობლივ ვარჯიშს გამართავს, 29-ში კი ტურნირის პირველ მატჩს ჩაატარებს.
20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია წელს მესამედ უმასპინძლებს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ახალი ზელანდიის, ირლანდიისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები ითამაშებენ.
თამაშების განრიგი:
29 ივნისი
საქართველო – ირლანდია (კალვიზანო)
4 ივლისი
საქართველო – ახალი ზელანდია (ვიადანა)
9 ივლისი
იტალია – საქართველო (კალვიზანო).
ნახევარფინალები 14 ივლისს, ხოლო ფინალური თამაშები – 19 ივლისს გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A – ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.
საქართველოს U20 ნაკრები:
შერკინება: არჩილ ნოზაძე („აჟენი“), ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), მიხეილ ხახუბია („ლელო“), შოთა ხელაძე („ლელო“), დავით არჩვაძე („ლელო“), მათე ღურწკაია („კასტრი“), გიორგი ძაგანია („ნარბონი“), გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“), გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), დავით ბარამია („ტულონი“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), ანდრო დვალი („პერპინიანი“), გიორგი არძენაძე („ბათუმი“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“), ნიკა აბესაძე („ლელო“), ლუკა ნარსია („აია“);
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), დავით წიკლაური („ხვამლი“), ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), გიგი სირბილაძე („ლელო“), ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), დათა ახვლედიანი („ლელო“), სანდრო სესიაშვილი („არმია“), სანდრო მესხიძე („არმია“), ლუკა კეშელავა („არმია“), ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), საბა შარვაშიძე („აია“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“).
ყველა ახალი ამბავი
0