დიდი სამამულო ომის დაწყების დღე: საქართველოს წვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

© photo: Sputnikუცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში
უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2025
გამოწერა
დიდ სამამულო ომში ყველაზე დიდი დანაკარგი საქართველომ განიცადა
1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, ფაშისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირს შეუტია, რითაც დაარღვია საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის შეთანხმება (ცნობილი როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი). შემდეგ დაიწყო დიდი სამამულო ომი (მეორე მსოფლიო ომი), რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ნაწილად იქცა.
ომის დასაწყისი
ქართველები აღმოჩნდნენ მათ რიცხვში, ვინც ფაშისტების დარტყმას პირველი შეხვდა. ფრონტზე 700 ათასზე მეტი ქართველი (საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი) წავიდა. მათი ნახევარი შინ აღარ დაბრუნებულა.
ლეგენდარული ბრესტის ციხესიმაგრის დაცვაში ასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა მძიმედ, რომლებიც უგონო მდგომარეობაში მყოფი ტყვედ აიყვანეს, ხოლო ბრესტის დანარჩენი მცველები ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ.
ასობით ქართველი ჯარისკაცი მაიორ ურთმელიძის მეთაურობით 333-ე მსროლელ პოლკში მსახურობდა. პირველივე ბრძოლებში გამორჩეული იყო უფროსი ლეიტენანტ-არტილერისტი, საბჭოთა კავშირის გმირი ხარაზია. მისი მეთაურობით არტილერიის ქვედანაყოფმა მრავალი ტანკი და ათობით საცეცხლე წერტილი გაანადგურა.
ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში მაიორ წურწუმიას ესკადრილიამ გაანადგურა ექვსი პოლკი, შვიდი გერმანული და რუმინული გემი, 200 ტანკი, 1200 სამხედრო ტექნიკა, ჩამოაგდო 14 თვითმფრინავი და დაბომბა მტრის 10 აეროდრომი.
ესკადრილიამ შეასრულა არაერთი სერიოზული სამეთაურო მისია ბუქარესტის და კონსტანცას ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დასაბომბად. წურწუმია 1941 წლის 30 დეკემბერს დაიღუპა. მას სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
თავგანწირვა
ქართველები ფრონტის ყველა მონაკვეთზე იბრძოდნენ - ბარენციდან შავ ზღვამდე. მათ მონაწილეობა მიიღეს ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში: მოსკოვის ბრძოლებში, ლენინგრადის დაცვაში, სტალინგრადისთვის ბრძოლაში და ა.შ.
ფრონტზე, ორივე მხრიდან, სხვადასხვა დროს, ერთდროულად იბრძოდა 8-დან 13 მილიონამდე ადამიანი, გამოყენებულ იქნა ექვსიდან 20 ათასამდე ტანკი და თავდასხმის იარაღი, 85-დან 165 ათასამდე იარაღი და ნაღმტყორცნი, შვიდიდან 19 ათასამდე თვითმფრინავი.
დიდი სამამულო ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეროვნული ქართული დივიზია, რომლებიც მონაწილეობდნენ კავკასიისთვის ბრძოლასა და ყირიმის განმათავისუფლებელ ბრძოლაში.
ქართველებს არა მხოლოდ სამხედრო კომისარიატები იძახებდნენ, არამედ ისინი ფრონტზე მოხალისეებადაც მიდიოდნენ. ომის პირველ სამ თვეში ჩამოყალიბდა სახალხო ლაშქარი, რომელი ინტეგრირებული იქნა მოქმედ არმიაში.
ქართველების თავგანწირული ბრძოლა დღემდე ახსოვთ და პატივს მიაგებენ კუნძულ ტექსელზე. 1945 წლის აპრილის დასაწყისში იქ დაიწყო ქართველი სამხედრო ტყვეების დიდი ანტიფაშისტური აჯანყება. „ქართული აჯანყების“ დროს 560-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.
ბრძოლა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც გერმანიამ 8 მაისს კაპიტულაცია გამოაცხადა. 20 მაისამდე კანადის ძალებმა ვერ შეძლეს „ევროპის უკანასკნელი ბრძოლის“ შეჩერება. ქართული სასაფლაო და ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ძეგლი დღემდე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სიაშია.
გერმანული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულან, თუმცა, ნაცისტური ხელმძღვანელობის გეგმებში კავკასიის სწრაფი დაკავება შედიოდა.
1942 წლის ზაფხულში გერმანიის სარდლობამ რეგიონში გაგზავნა სპეციალურად გაწვრთნილი სამთო დივიზია „ედელვაისი“, რომელსაც კავკასიის უღელტეხილის გავლით საქართველო, შემდეგ კი მთელი სამხრეთ კავკასია უნდა დაეკავებინა. მაგრამ უკვე შემოდგომაზე ისინი იქიდან გააძევეს და კავკასიონის მთავარი ქედის მიღმა გადაისროლეს.
გამარჯვება
სწორედ ქართველი, მელიტონ ქანთარია იყო ერთ-ერთი, ვინც რაიხსტაგზე წითელი დროშა აღმართა. ათწლეულების შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს, ქანთარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი თბილისში დაიდგა.
საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 57 ვეტერანი ცხოვრობს.
ოთხი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა 607 ფაშისტური დივიზია დაამარცხეს. აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანულმა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა 8,6 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგეს. მტრის ყველა იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის 75%-ზე მეტი კი გაანადგურეს.
საერთო ჯამში, ბრძოლებში თითქმის 35,5 მილიონი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, 490 ათასი ქალი გაიწვიეს არმიასა და საზღვაო ფლოტში. საბჭოთა არმიის მთლიანმა დანაკარგმა 11,9 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა, ხოლო საბჭოთა კავშირმა სულ 25,6 მილიონი მოქალაქე დაკარგა. სხვა წყაროების თანახმად, მთლიანი დანაკარგი შეიძლება დაახლოებით 29,6 მილიონი ადამიანი იყოს. ომის მსხვერპლთა შორის, სულ მცირე 13,7 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ომის წლებში საბჭოთა კავშირში განადგურდა 1710 ქალაქი, 70 ათასზე მეტი სოფელი, 32 ათასი ფაბრიკა და ქარხანა, გაიძარცვა 98 ათასი კოლმეურნეობა - ზარალის საერთო ღირებულებამ 128 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0