https://sputnik-georgia.com/20250622/mestiashi-16-kilometri-gzis-reabilitacia-mimdinareobs-293869029.html
მესტიის მუნიციპალიტეტში 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტში 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია გრძელდება
Sputnik საქართველო
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 27.9 მილიონი ლარია. 22.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-22T18:07+0400
2025-06-22T18:07+0400
2025-06-22T18:07+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
სვანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/06/262628471_487:343:3517:2048_1920x0_80_0_0_320056db0d29639596f364ef1707360f.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესტიის მუნიციპალიტეტში, 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და მათი დასრულება წელს იგეგმება.უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მიერთების, ავტობუსის გასაჩერებელი და მოსაცდელი პავილიონის მოწყობა.ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა – აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა – აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს.პროექტის განხორციელების შედეგად საგრძნობლად შემცირდება რეგიონებს შორის მგზავრობის დრო, გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილების უსაფრთხოების ხარისხი, გაიზრდება მთის რეგიონების ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 27,9 მილიონი ლარია.გარდა ამისა, ცალკე პროექტის ფარგლებში, უშგულისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. დევის ნაშენთან, ეწყობა ქვათაცვენისა და ზვავისგან დამცავი საინჟინრო ნაგებობა - სამანქანო გალერეა.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/06/262628471_626:0:3357:2048_1920x0_80_0_0_e8823d53216fb34e76c360a8fb9c3af4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, სვანეთი , ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, სვანეთი , ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტში 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია გრძელდება
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 27.9 მილიონი ლარია.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესტიის მუნიციპალიტეტში, 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და მათი დასრულება წელს იგეგმება.
„პირველი მონაკვეთი გადის მაღალმთიან, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე იწყება სოფელ უშგულიდან დაახლოებით ორ კილომეტრში და მთავრდება ზაგარის უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მიერთების, ავტობუსის გასაჩერებელი და მოსაცდელი პავილიონის მოწყობა.
ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა – აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა – აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.
ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს.
პროექტის განხორციელების შედეგად საგრძნობლად შემცირდება რეგიონებს შორის მგზავრობის დრო, გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილების უსაფრთხოების ხარისხი, გაიზრდება მთის რეგიონების ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 27,9 მილიონი ლარია.
გარდა ამისა, ცალკე პროექტის ფარგლებში, უშგულისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. დევის ნაშენთან, ეწყობა ქვათაცვენისა და ზვავისგან დამცავი საინჟინრო ნაგებობა - სამანქანო გალერეა.