https://sputnik-georgia.com/20250621/saqartvelos-saparlamento-delegacia-azerbaijanis-mili-mejlisis-tavmjdomares-sexvda-293861039.html
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. 21.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-21T17:10+0400
2025-06-21T17:10+0400
2025-06-21T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0a/292442872_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_71461102250e247ccdbd88743e9dab54.jpg
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა. პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამას, რომელიც ივლისსა და აგვისტოში აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელდება. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის მსგავსი შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება. ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტი წევრები ლევან მაჭავარიანი და ანტონ ობოლაძე. ორმხრივი ურთიერთობები საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა. ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0a/292442872_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_73523c4261d8604b9efe0701ac22a5ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
17:10 21.06.2025 (განახლებულია: 17:51 21.06.2025) შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.
„შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ის სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამას, რომელიც ივლისსა და აგვისტოში აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელდება. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის მსგავსი შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.
ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტი წევრები ლევან მაჭავარიანი და ანტონ ობოლაძე.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.