თავდაჯერებული და მშვიდი: ზახაროვამ SPIEF-ზე პუტინის სიტყვა შეაფასა
11:08 21.06.2025 (განახლებულია: 11:09 21.06.2025)

© photo: Sputnik / Kirill Zikov
/ გამოწერა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიტყვა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე აღსავსე იყო თავდაჯერებულობით, მოსკოვს მკაფიოდ ესმის თავისი ეროვნული ინტერესები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„ჩემთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის <...> ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტონალობა. თავდაჯერებულობა, ურყევი სიმშვიდე, ეროვნული ინტერესების მკაფიო გაცნობიერება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, იმის გაგება, თუ ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინ არიან ისინი, ვინც ცდილობენ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, საზიზღრობა გაგვიკეთონ, როგორ ვუპასუხებთ ამას, რა პრობლემებს ვაწყდებით, როგორ გადავლახავთ ამ ყოველივეს“, — უთხრა ზახაროვამ ჟურნალისტებს ფორუმის პლენარული სესიის შემდეგ.
რუსი დიპლომატის განმარტებით, მისთვის პუტინის გამოსვლიდან საკვანძო ფრაზა იყო ის, რომ რუსეთი წინ მიდის ყველა იმასთან ერთად, ვინც აგრესიისთვის არ არის მომართული და კონსტრუქციული განვითარების მომხრეა.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 18 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს დაიხურება.