https://sputnik-georgia.com/20250620/saqartvelos-ziudos-nakrebi-gundur-turnirsi-pirvelad-gaxda-msoflio-cempioni-293852118.html
საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდურ ტურნირში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდურ ტურნირში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ოთხი მედალი მოიპოვა 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T22:48+0400
2025-06-20T22:48+0400
2025-06-21T08:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1b/293069812_0:188:1440:998_1920x0_80_0_0_ed8f5fccaa3fe8fab9d8c5e5030ca74e.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვა (ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოზე ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ).მანამდე ზედიზედ შვიდჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავისთვის დაუთმია. წელსვე, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრები აპრილში შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონიც გახდა.მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, იაპონიას 4:2 სძლიეს.დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1b/293069812_0:53:1440:1133_1920x0_80_0_0_8185640f3edb8ad2558897aefadc1f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდურ ტურნირში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
22:48 20.06.2025 (განახლებულია: 08:48 21.06.2025) საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ოთხი მედალი მოიპოვა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვა (ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოზე ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ).
მანამდე ზედიზედ შვიდჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავისთვის დაუთმია. წელსვე, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრები აპრილში შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონიც გახდა.
მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, იაპონიას 4:2 სძლიეს.
დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.