https://sputnik-georgia.com/20250620/saqartvelos-premier-ministri-axal-elcebs-sexvda-293845191.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ ელჩებს შეხვდა
Sputnik საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს აშშ-ში უნგრეთსა და ევროპის საბჭოში მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T16:12+0400
2025-06-20T16:12+0400
2025-06-20T17:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
უნგრეთი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141566_314:450:3154:2047_1920x0_80_0_0_dd10377edea4d94e6e95ae47ea157554.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. თამარ ტალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი. ნიკოლოზ ლალიაშვილი მანამდე იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი. ხატია წილოსანი კი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წელს მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, იყო მინისტრის მოადგილე.
საქართველო
უნგრეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141566_798:440:2941:2047_1920x0_80_0_0_7b51d6812f4d56002bd6dc1f517a66e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უნგრეთი, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უნგრეთი, აშშ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ ელჩებს შეხვდა
16:12 20.06.2025 (განახლებულია: 17:37 20.06.2025) მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს აშშ-ში უნგრეთსა და ევროპის საბჭოში მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. თამარ ტალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი.
ნიკოლოზ ლალიაშვილი მანამდე იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი.
ხატია წილოსანი კი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წელს მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, იყო მინისტრის მოადგილე.