მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი არ ცდილობს უკრაინის კაპიტულაციის მიღწევას - პუტინი

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2025
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე განმარტა, თუ რა მიზნები აქვს მოსკოვს უკრაინის კრიზისის კონტექსტში
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. რუსული მხარე უკრაინისგან კაპიტულაციას არ მოითხოვს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF-2025) პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჯერ ერთი, ეს პრინციპულად განსხვავებული სიტუაციაა. მეორეც, ჩვენ უკრაინის კაპიტულაციას არ ვცდილობთ. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ იმ რეალობის აღიარებას, რომელიც დადგა“, - თქვა პუტინმა.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი აიძულეს ეღიარებინა ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები.
„რვა წლის განმავლობაში არ ვაღიარეთ... რვა წელი! ჩვენ ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას. იძულებული ვიყავით გვეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და შემდეგ დაგვეწყო მათი მხარდაჭერა, მათ შორის შეიარაღებული, რათა დასრულებულიყო ომი, რომელიც წამოიწყეს ჩვენმა დასავლელმა მოწინააღმდეგეებმა და უკრაინაში მათმა დასაყრდენმა ძალებმა - ექსტრემისტმა ნაციონალისტებმა და ნეონაცისტებმა“, - განაცხადა მან.
და ეს რეალობები, მისი თქმით, ისეთია, რომ რუსული არმია ყოველდღიურად მიიწევს წინ საბრძოლო შეხების მთელი ხაზის გასწვრივ ყველა მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ძველი წესი, რომ „იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი მოხვდება, ის ჩვენია“. თუმცა მან დასძინა, რომ არ სურს, ეს მილიტარისტული სულისკვეთებად აღიქვან; უბრალოდ მოსკოვმა არაერთხელ შესთავაზა შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით.
მეტიც, რუსეთის ლიდერი მზად იყო ზელენსკისთან შესახვედრად 2022 წელს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ.
პუტინი ასევე შეეხო სუმის მიმართულებით სამხედრო მოქმედებებს და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს ასეთი ამოცანა - სუმის აღება, მაგრამ, პრინციპში, ის ამას არ გამორიცხავს.
დღეს უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია იმ ადამიანების ნამოქმედარია, ვინც მსოფლიოში გლობალურ ცვლილებებს ვერ ეგუება. მან გაიხსენა ნატოს გაფართოების ექვსი ტალღა 1990-იანი წლების ბოლოდან. დასავლეთის ქვეყნები ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის რუდიმენტებს ატ ეშვებოდნენ, როდესაც ჯიუტად უგულებელყოფდნენ რუსეთის მოწოდებებს ალიანსის არგაფართოების შესახებ.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ უკრაინის დამოუკიდებლობის უფლებას, მაგრამ კიევისთვის კარგი იქნებოდა დაბრუნებულიყო იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც უკრაინამ სუვერენიტეტი მოიპოვა. ეს ასევე ეხება ბლოკგარეშე სტატუსსაც.
რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ოპერაციის მიზნად იმ ადამიანების დაცვა დაასახელა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მიერ ძალადობისა და გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ“. ამისათვის, მისი თქმით, იგეგმება „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ განხორციელება და დონბასის მოქალაქეების წინააღმდეგ „სისხლიანი დანაშაულებისთვის“ პასუხისმგებელი ყველა სამხედრო დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0