https://sputnik-georgia.com/20250620/qartveli-kaci-safrangetsi-50-ze-meti-musis-eqspluataciasia-braldebuli-293844559.html
ქართველი კაცი საფრანგეთში 50-ზე მეტი მუშის ექსპლუატაციაშია ბრალდებული
ქართველი კაცი საფრანგეთში 50-ზე მეტი მუშის ექსპლუატაციაშია ბრალდებული
Sputnik საქართველო
16-დან 65 წლამდე ასაკის 48 მამაკაცი და 9 ქალი საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე მალიდან, მავრიტანიიდან, კოტ-დ'ივუარიდან და სენეგალიდან ჩავიდნენ. 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T15:21+0400
2025-06-20T15:21+0400
2025-06-20T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862985_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_9a45ed1bc1fb1b698db5c48a96442480.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ფრანგი სამართალდამცველები ქართველ მამაკაცს სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული აფრიკელი მუშის ექსპლუატაციას ედავებიან, ნათქვამია BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიაში. საფრანგეთში, შამპანურის ბიზნესში დასაქმებული ყურძნის მკრეფავების სამუშაო პირობები აღმოჩნდა ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის ყურადღების ცენტში, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გაიხსნა. საქმეს ქართველი მამაკაცის გარდა კიდევ ორი ბრალდებული ჰყავს - ქალი ყირგიზეთიდან და საფრანგეთის მოქალაქე მამაკაცი. სამივე მათგანი 57 სეზონური მუშის ექსპლუატაციაშია ეჭვმიტანილი. არალეგალი მიგრანტი მუშები ძირითადად დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ. ისინი 2023 წლის სექტემბერში ყურძნის მოსავლის აღების დროს აღმოაჩინეს. მიგრანტები ნესლ-ლე-რეპონში, რეიმსის სამხრეთ-დასავლეთით, შამპანის რეგიონის გულში, ნახევრად დანგრეულ შენობაში, სივიწროვეში და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდნენ, აღნიშნულია სტატიაში.პარიზში მცხოვრები დასავლეთ აფრიკის სონინკეს ეთნიკური თემის წარმომადგენელი მიგრანტები WhatsApp-ის ჯგუფური შეტყობინების საშუალებით დაიქირავეს. შეტყობინებაში მათ შამპანის რეგიონში „კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს" ჰპირდებოდნენ. 16-დან 65 წლამდე ასაკის 48 მამაკაცი და 9 ქალი საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე მალიდან, მავრიტანიიდან, კოტ-დ'ივუარიდან და სენეგალიდან ჩავიდნენ. როგორც ისინი სასამართლო პროცესზე ჰყვებოდნენ, არ ჰქონდათ სუფთა წყალი, ერთადერთი საკვებუი კი ბრინჯი და უვარგისი ბუტერბროდები იყო. გარდა ამისა, მიგრანტები დღეში 10 საათს მუშაობდნენ და მხოლოდ 30 წუთს ისვენებდნენ, ისიც საკვებად. მიგრანტების ჩამოსვლიდან ერთ კვირაში მათი მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა. ადგილზე შრომის ინსპექტორები მივიდნენ და დააფიქსირეს პირობები, რომლებიც, პროკურორის თქმით, იქ მყოფების „უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და ღირსებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა“.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862985_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0689336bb30d748fe7af26f82ffbc15d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, საფრანგეთი
ქართველი კაცი საფრანგეთში 50-ზე მეტი მუშის ექსპლუატაციაშია ბრალდებული
16-დან 65 წლამდე ასაკის 48 მამაკაცი და 9 ქალი საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე მალიდან, მავრიტანიიდან, კოტ-დ'ივუარიდან და სენეგალიდან ჩავიდნენ.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ფრანგი სამართალდამცველები ქართველ მამაკაცს სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული აფრიკელი მუშის ექსპლუატაციას ედავებიან, ნათქვამია BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიაში.
საფრანგეთში, შამპანურის ბიზნესში დასაქმებული ყურძნის მკრეფავების სამუშაო პირობები აღმოჩნდა ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის ყურადღების ცენტში, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გაიხსნა.
საქმეს ქართველი მამაკაცის გარდა კიდევ ორი ბრალდებული ჰყავს - ქალი ყირგიზეთიდან და საფრანგეთის მოქალაქე მამაკაცი. სამივე მათგანი 57 სეზონური მუშის ექსპლუატაციაშია ეჭვმიტანილი.
არალეგალი მიგრანტი მუშები ძირითადად დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ. ისინი 2023 წლის სექტემბერში ყურძნის მოსავლის აღების დროს აღმოაჩინეს. მიგრანტები ნესლ-ლე-რეპონში, რეიმსის სამხრეთ-დასავლეთით, შამპანის რეგიონის გულში, ნახევრად დანგრეულ შენობაში, სივიწროვეში და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდნენ, აღნიშნულია
სტატიაში.
პარიზში მცხოვრები დასავლეთ აფრიკის სონინკეს ეთნიკური თემის წარმომადგენელი მიგრანტები WhatsApp-ის ჯგუფური შეტყობინების საშუალებით დაიქირავეს. შეტყობინებაში მათ შამპანის რეგიონში „კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს" ჰპირდებოდნენ.
16-დან 65 წლამდე ასაკის 48 მამაკაცი და 9 ქალი საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე მალიდან, მავრიტანიიდან, კოტ-დ'ივუარიდან და სენეგალიდან ჩავიდნენ.
როგორც ისინი სასამართლო პროცესზე ჰყვებოდნენ, არ ჰქონდათ სუფთა წყალი, ერთადერთი საკვებუი კი ბრინჯი და უვარგისი ბუტერბროდები იყო. გარდა ამისა, მიგრანტები დღეში 10 საათს მუშაობდნენ და მხოლოდ 30 წუთს ისვენებდნენ, ისიც საკვებად.
მიგრანტების ჩამოსვლიდან ერთ კვირაში მათი მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა. ადგილზე შრომის ინსპექტორები მივიდნენ და დააფიქსირეს პირობები, რომლებიც, პროკურორის თქმით, იქ მყოფების „უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და ღირსებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა“.