https://sputnik-georgia.com/20250620/putini-spief-is-plenarul-sxdomaze-sityvit-gamovida-293848325.html
პუტინი SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
პუტინი SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
Sputnik საქართველო
გლობალური ეკონომიკა ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას განიცდის 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T20:29+0400
2025-06-20T20:29+0400
2025-06-20T20:29+0400
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/14/293847031_0:0:3214:1808_1920x0_80_0_0_ace564dea17f275d393b8f24c98f0378.jpg
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. გლობალური გამოწვევები გლობალურ რეაგირებას მოითხოვს; მათი დამოუკიდებლად გადაჭრა შეუძლებელია; ეს შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების ფარგლებში ერთობლივი ქმედებებით, როგორიცაა BRICS, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.„თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები უპირობო და გლობალურ რეაგირებას მოითხოვს. პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, მითუმეტეს სხვის ხარჯზე, უბრალოდ შეუძლებელია; ეს ილუზიაა. მხოლოდ ერთობლივი ქმედებები, მაგალითად, ისეთი ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა BRICS და სხვა ფორმატები, უზრუნველყოფს მთელი ცივილიზაციის წინსვლას“, - თქვა პუტინმა.მისი განცხადებით, გლობალური ეკონომიკა ბოლო ათწლეულის უდიდეს ტრანსფორმაციას განიცდის.პუტინმა ისაუბრა მსოფლიოში განვითარების ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ნეოკოლონიალიზმის პრინციპების გარეშე იქნება აწყობილი.„საჭიროა პრინციპულად ახალი განვითარების მოდელი, რომელიც არ იქნება აგებული ნეოკოლონიალიზმის წესებზე, მაშინ როდესაც ე.წ. ოქროს მილიარდი რესურსებს სხვა სახელმწიფოებიდან ტუმბავს, ე.წ. ელიტების ვიწრო წრის ინტერესების სასარგებლოდ“, - თქვა მან.რუსეთი განავითარებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას მეგობარ ქვეყნებთან, მათ შორის აქ საუბარია ერთობლივ პროექტებზე და საწარმოებისა და საწარმოო სიმძლავრეების შექმნაზე, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.„ჩვენ განვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას მეგობარ ქვეყნებთან და ეს ეხება არა მხოლოდ აღჭურვილობისა და შეიარაღების მიწოდებას ან მოდერნიზაციას, არამედ ერთობლივ განვითარებას, პერსონალის მომზადებას, საწარმოებისა და საწარმოო სიმძლავრეების შექმნას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.BRICS-ის შესახებსაუკუნის დასაწყისიდან BRICS-ის ქვეყნების წილი გლობალურ ეკონომიკაში გაორმაგდა და შეუფერხებლად გააგრძელებს ზრდას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.„თუ, მაგალითად, 21-ე საუკუნის დასაწყისში BRICS-ის ქვეყნები გლობალური ეკონომიკის მეხუთედს შეადგენდნენ - მხოლოდ მეხუთედს - დღეს ისინი უკვე გლობალური ეკონომიკის 40%-ს შეადგენენ. აშკარაა, რომ ეს წილი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. ეს, როგორც ამბობენ, სამედიცინო ფაქტია, ეს გარდაუვალია“, - განაცხადა პუტინმა SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.მისი თქმით, BRICS-ის შიგნით კავშირები ძლიერდება და ორმხრივი ვაჭრობა იზრდება, მონაწილე ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ უკვე ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა BRICS-ის ფარგლებში კავშირების განმტკიცებას. ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთბრუნვამ უკვე ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და აგრძელებს ზრდას. ეს ყველაფერი, არსებითად, გლობალური ზრდის პლატფორმის ელემენტებია. და ისინი BRICS-ის საკვანძო პრინციპებზეა აგებული. ეს კი არის კონსენსუსი, პარიტეტი, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ BRICS-ის ქვეყნები მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებენ ბირთვული ენერგეტიკისა და ავიაციის, ახალი მასალებისა და IT ინდუსტრიის სფეროში, რობოტექნიკასა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში.სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 18-დან 21 ივნისის ჩათვლით იმართება. „რია ნოვოსტი“ ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/14/293847031_483:0:3214:2048_1920x0_80_0_0_bbc4aaa44b1e455d1029059a2ac7e68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი
პუტინი SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
გლობალური ეკონომიკა ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას განიცდის
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. გლობალური გამოწვევები გლობალურ რეაგირებას მოითხოვს; მათი დამოუკიდებლად გადაჭრა შეუძლებელია; ეს შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების ფარგლებში ერთობლივი ქმედებებით, როგორიცაა BRICS, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
„თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები უპირობო და გლობალურ რეაგირებას მოითხოვს. პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, მითუმეტეს სხვის ხარჯზე, უბრალოდ შეუძლებელია; ეს ილუზიაა. მხოლოდ ერთობლივი ქმედებები, მაგალითად, ისეთი ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა BRICS და სხვა ფორმატები, უზრუნველყოფს მთელი ცივილიზაციის წინსვლას“, - თქვა პუტინმა.
მისი განცხადებით, გლობალური ეკონომიკა ბოლო ათწლეულის უდიდეს ტრანსფორმაციას განიცდის.
„გლობალური ეკონომიკა ბოლო ათწლეულის უდიდეს ტრანსფორმაციას განიცდის. მსოფლიოს ქვეყნები ზრდიან თავიანთ პოტენციალს, ცვლიან ძალთა ბალანსს და მთლიან ეკონომიკურ სურათს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ისაუბრა მსოფლიოში განვითარების ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ნეოკოლონიალიზმის პრინციპების გარეშე იქნება აწყობილი.
„საჭიროა პრინციპულად ახალი განვითარების მოდელი, რომელიც არ იქნება აგებული ნეოკოლონიალიზმის წესებზე, მაშინ როდესაც ე.წ. ოქროს მილიარდი რესურსებს სხვა სახელმწიფოებიდან ტუმბავს, ე.წ. ელიტების ვიწრო წრის ინტერესების სასარგებლოდ“, - თქვა მან.
რუსეთი განავითარებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას მეგობარ ქვეყნებთან, მათ შორის აქ საუბარია ერთობლივ პროექტებზე და საწარმოებისა და საწარმოო სიმძლავრეების შექმნაზე, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
„ჩვენ განვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას მეგობარ ქვეყნებთან და ეს ეხება არა მხოლოდ აღჭურვილობისა და შეიარაღების მიწოდებას ან მოდერნიზაციას, არამედ ერთობლივ განვითარებას, პერსონალის მომზადებას, საწარმოებისა და საწარმოო სიმძლავრეების შექმნას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საუკუნის დასაწყისიდან BRICS-ის ქვეყნების წილი გლობალურ ეკონომიკაში გაორმაგდა და შეუფერხებლად გააგრძელებს ზრდას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„თუ, მაგალითად, 21-ე საუკუნის დასაწყისში BRICS-ის ქვეყნები გლობალური ეკონომიკის მეხუთედს შეადგენდნენ - მხოლოდ მეხუთედს - დღეს ისინი უკვე გლობალური ეკონომიკის 40%-ს შეადგენენ. აშკარაა, რომ ეს წილი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. ეს, როგორც ამბობენ, სამედიცინო ფაქტია, ეს გარდაუვალია“, - განაცხადა პუტინმა SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, BRICS-ის შიგნით კავშირები ძლიერდება და ორმხრივი ვაჭრობა იზრდება, მონაწილე ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ უკვე ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა BRICS-ის ფარგლებში კავშირების განმტკიცებას. ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთბრუნვამ უკვე ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და აგრძელებს ზრდას. ეს ყველაფერი, არსებითად, გლობალური ზრდის პლატფორმის ელემენტებია. და ისინი BRICS-ის საკვანძო პრინციპებზეა აგებული. ეს კი არის კონსენსუსი, პარიტეტი, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ BRICS-ის ქვეყნები მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებენ ბირთვული ენერგეტიკისა და ავიაციის, ახალი მასალებისა და IT ინდუსტრიის სფეროში, რობოტექნიკასა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 18-დან 21 ივნისის ჩათვლით იმართება. „რია ნოვოსტი“ ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია.