https://sputnik-georgia.com/20250620/noe-ramisvilis-svilisvilma-erovnul-arqivs-babuis-piradi-werilebi-gadasca-293846570.html
ნოე რამიშვილის შვილიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები გადასცა
ნოე რამიშვილის შვილიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები გადასცა
Sputnik საქართველო
ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს. 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T19:02+0400
2025-06-20T19:02+0400
2025-06-20T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/18/240571828_0:55:1226:745_1920x0_80_0_0_9062082f3b55a88964381a16015ccb0a.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არქივის ცნობიოთ, გადმოცემულ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის – მარიამ გოგიაშვილისთვის – 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ადამიანურ ბუნებას, მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ოჯახის მიმართ. მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა „ჩვენი დროშის" 1950 წლის ნომერი; ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები; გამორჩეულია 1951 წელს დავით ბუაჩიძის სახელზე საფრანგეთში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტი და ლტოლვილის სერტიფიკატი; შეტყობინება ნოე რამიშვილის გარდაცვალების შესახებ, ასევე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნოე რამიშვილის მეუღლისა და შვილებისთვის გაგზავნილი თანაგრძნობის ბარათი; 1928 წელს პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისადმი მიწერილი წერილი და სხვა. ნოე რამიშვილი ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ 1918 წლის 26 მაისს აირჩიეს ამ პოსტზე მოგვიანებით, 24 ივლისს, ის ნოე ჟორდანიამ შეცვალა. ნოე რამიშვილი დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, პარალელურად 1919 წლის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება. რამიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. რამიშვილს ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ემიგრაციაშიც არ შეუწყვეტია. იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი.რამიშვილი 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მოკლეს. ის 49 წლის იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/18/240571828_80:0:1147:800_1920x0_80_0_0_8a48d00a8f6ea1068ffe8d7fd8a346cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
ნოე რამიშვილის შვილიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები გადასცა
ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის ცნობიოთ, გადმოცემულ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის – მარიამ გოგიაშვილისთვის – 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ადამიანურ ბუნებას, მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ოჯახის მიმართ.
მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა „ჩვენი დროშის" 1950 წლის ნომერი; ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები; გამორჩეულია 1951 წელს დავით ბუაჩიძის სახელზე საფრანგეთში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტი და ლტოლვილის სერტიფიკატი; შეტყობინება ნოე რამიშვილის გარდაცვალების შესახებ, ასევე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნოე რამიშვილის მეუღლისა და შვილებისთვის გაგზავნილი თანაგრძნობის ბარათი; 1928 წელს პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისადმი მიწერილი წერილი და სხვა.
„ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს. ნოე რამიშვილის შთამომავლის მიერ ეროვნული არქივისთვის ახლად გადმოცემული დოკუმენტები სწორედ ქართველი პოლიტიკოსის პირად ფონდს შეემატება და დაინტერესებული მკვლევარებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნოე რამიშვილი ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ 1918 წლის 26 მაისს აირჩიეს ამ პოსტზე მოგვიანებით, 24 ივლისს, ის ნოე ჟორდანიამ შეცვალა. ნოე რამიშვილი დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, პარალელურად 1919 წლის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი.
მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება. რამიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ.
საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში.
რამიშვილს ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ემიგრაციაშიც არ შეუწყვეტია. იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი.
რამიშვილი 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მოკლეს. ის 49 წლის იყო.