ერთ კილომდე ოქრო და 24 ბრილიანტი: მებაჟეებმა საზღვარზე დიდძალი ძვირფასეულობა ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerძვირფასეულობა
ძვირფასეულობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2025
გამოწერა
საქართველოს საბაჟო გამშვებ ფუნქტებში ჯამში ამოღებულია 941.53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234 412 ლარს.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სამართალადმცველებმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასეულობის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირებმა საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის" და „სადახლო საავტომობილოს" გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე ჯამში 920,46 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს. ასევე, გამოვლინდა საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგის" გავლით 62 ცალი 24,2 კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტიც.
„ჯამში ამოღებულია 941,53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234.412 ლარს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0