https://sputnik-georgia.com/20250620/brzola-farosanastan-dasavlet-saqartvelosi-tyis-perimetrebi-da-jagnarebi-musavdeba-293836449.html
ბრძოლა ფაროსანასთან: დასავლეთ საქართველოში ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები მუშავდება
ბრძოლა ფაროსანასთან: დასავლეთ საქართველოში ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები მუშავდება
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან. 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T09:30+0400
2025-06-20T09:30+0400
2025-06-20T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/15/249028310_1:0:1000:562_1920x0_80_0_0_fd3fe31a9b081e51114a0ffa142e1bb1.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმეგოდ დასავლეთ საქართველოში ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ამუშავებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. კერძოდ, სპეციალიზებული ტექნიკითა და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება. სააგენროს ცნობით, „ანჯელის მასივებში", სადაც სიმინდის ნათესებია, უკვე დამუშავებულია 720 ჰა ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას. ასევე საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად, დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები - „მოიზიდე და გაანადგურე". აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/15/249028310_126:0:875:562_1920x0_80_0_0_d241f73a22b1d10710057795b5fe4a16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზიური ფაროსანა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზიური ფაროსანა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018
ბრძოლა ფაროსანასთან: დასავლეთ საქართველოში ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები მუშავდება
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმეგოდ დასავლეთ საქართველოში ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ამუშავებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
კერძოდ, სპეციალიზებული ტექნიკითა და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება.
სააგენროს ცნობით, „ანჯელის მასივებში", სადაც სიმინდის ნათესებია, უკვე დამუშავებულია 720 ჰა ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას.
ასევე საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად, დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები - „მოიზიდე და გაანადგურე".
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.