https://sputnik-georgia.com/20250619/tbilissi-binebis-gayidvebi-gaizarda-293823000.html
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
Sputnik საქართველო
მაისში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.266 დოლარი იყო 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T11:14+0400
2025-06-19T11:14+0400
2025-06-19T11:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_7eb28337cca430815fdd7bbdec40e1c7.jpg
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - მაისში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3%-ით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.ანალიტიკოსების შეფასებით, მაისში ბაზრის მოცულობამ 276 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით და 4%-ით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით.მაისში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.266 დოლარი იყო, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 6%-ით მეტია. წინა თვესთან - აპრილთან შედარებით, გასაყიდი ფასი 1%-ით გაიზარდა.მაისში სულ 619 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 13%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 2.685 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 10%-ით მეტია 2024 წლის მაისთან შედარებით.აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა.ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 10,6 დოლარს გაუტოლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2c8a4032dc0e9f5a076f220365ea87f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
მაისში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.266 დოლარი იყო
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - მაისში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3%-ით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, მაისში ბაზრის მოცულობამ 276 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით და 4%-ით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით.
მაისში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.266 დოლარი იყო, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 6%-ით მეტია. წინა თვესთან - აპრილთან შედარებით, გასაყიდი ფასი 1%-ით გაიზარდა.
მაისში სულ 619 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 13%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 2.685 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 10%-ით მეტია 2024 წლის მაისთან შედარებით.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა.
ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 10,6 დოლარს გაუტოლდა.