საგარეჯოში იუსტიციის სახლი გაიხნა

© Ministry of Justice of Georgiaიუსტიციის სახლის ფილიალები რეგიონებში
იუსტიციის სახლის ფილიალები რეგიონებში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 500-მდე სახის მომსახურებას სთავაზობენ
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. კახეთის რეგიონში - საგარეჯოში - რიგით მე-19 იუსტიციის სახლი გაიხსნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2019 წელს გაიხსნა, დღეს კი ქვეყნის სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში 125 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
კახეთის რეგიონში რიგით მე-19 ფილიალი საგარეჯოს მოსახლეობას 500-მდე სხვადასხვა საჯარო მომსახურებას უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიაწვდის.
„ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში 15 სოფლის 24 ათასმა მცხოვრებმა ისარგებლა.
მთლიანობაში საგარეჯოს იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული. ფილიალი მთლიანადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 500-მდე სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ქორწინების და განქორწინების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
იუსტიციის სახლი ასევე არის საქართველოს საპენსიო ფონდის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის და სხვა სამთავრობო დაწესებულებებების კონტრაქტორი, რაც ყველა საკითხის ერთ სივრცეში გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.
ნებისმიერი დოკუმენტის მიღება შესაძლებელია დაჩქარებული წესით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის, ვინც ვერ ახერხებს იუსტიციის სახლებამდე მისვლას, მოქმედებს ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები.
ყველა ახალი ამბავი
0