https://sputnik-georgia.com/20250619/ras-bwamt-tbilisis-ert-erti-sasaurmis-produqciasi-salmonela-armoacines-293833378.html
რას ვჭამთ: თბილისის ერთ-ერთი საშაურმის პროდუქციაში სალმონელა აღმოაჩინეს
რას ვჭამთ: თბილისის ერთ-ერთი საშაურმის პროდუქციაში სალმონელა აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ობიექტს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა. 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T17:59+0400
2025-06-19T17:59+0400
2025-06-19T17:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287169468_0:176:3072:1903_1920x0_80_0_0_430974d2c41ecb83e22d2b3aa8b214ab.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „სთრით ფუდ 125"-ის შემოწმების შედეგად საკვებში ბაქტერია სალმონელა აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, თბილისის ცენტრში, მტკვრის ქუჩაზე მდებარე საშაურმის შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს ხუთი ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა.სააგენტოს ცნობთ, ამის შემდეგ აღნიშნულ საშაურმეში ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა. გარდა ამისა, დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125"-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება. სალმონელა (Salmonella) ბაქტერიათა ჯგუფია, რომელიც ტიფოიდურ დაავადებებსა და მწვავე გასტროენტეროკოლიტს იწვევს. იგი უმეტესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებს. სალმონელა არსებობს 2 ათასზე მეტი შტამის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287169468_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_a75d2c40833eae6f139442b618f134c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
რას ვჭამთ: თბილისის ერთ-ერთი საშაურმის პროდუქციაში სალმონელა აღმოაჩინეს
ობიექტს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „სთრით ფუდ 125"-ის შემოწმების შედეგად საკვებში ბაქტერია სალმონელა აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისის ცენტრში, მტკვრის ქუჩაზე მდებარე საშაურმის შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს ხუთი ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა.
სააგენტოს ცნობთ, ამის შემდეგ აღნიშნულ საშაურმეში ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
გარდა ამისა, დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125"-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება.
სალმონელა (Salmonella) ბაქტერიათა ჯგუფია, რომელიც ტიფოიდურ დაავადებებსა და მწვავე გასტროენტეროკოლიტს იწვევს. იგი უმეტესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებს.
სალმონელა არსებობს 2 ათასზე მეტი შტამის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი).