https://sputnik-georgia.com/20250619/ramxela-daxmareba-miires-fermerebma-txilis-xarisxiani-mosavlistvis-293833822.html
რამხელა დახმარება მიიღეს ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავლისთვის
რამხელა დახმარება მიიღეს ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავლისთვის
Sputnik საქართველო
პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T19:02+0400
2025-06-19T19:02+0400
2025-06-19T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_4ac15359b44792ea4252a924bbb012a2.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სეზონზე ფერმერებმა 15,8 მლნ ლარის დამხარება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, 31.673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად, 15,8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები 45 ათასზე მეტ მეთხილე ფერმერს დაერიცხა. სამინისტროს ცნობით, სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია 6,2 მლნ ლარზე მეტი. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობრივად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0,2 ჰექტარისა და არაუმეტეს 3 ჰექტარისა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეადგინა თხილის კადასტრი, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც უწყებას შესაძლებლობას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თხილის კადასტრში 90 ათასამდე მოსარგებლის 44 ათას ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_d1f84a52ae252b05b81fa2043d30b3fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რამხელა დახმარება მიიღეს ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავლისთვის
პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სეზონზე ფერმერებმა 15,8 მლნ ლარის დამხარება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, 31.673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად, 15,8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები 45 ათასზე მეტ მეთხილე ფერმერს დაერიცხა.
სამინისტროს ცნობით, სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია 6,2 მლნ ლარზე მეტი. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობრივად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0,2 ჰექტარისა და არაუმეტეს 3 ჰექტარისა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეადგინა თხილის კადასტრი, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც უწყებას შესაძლებლობას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თხილის კადასტრში 90 ათასამდე მოსარგებლის 44 ათას ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.